logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    “ავერსის” კლინიკამ ღვიძლის გადანერგვა წარმატებით განახორციელა

„ავერსის“ კლინიკამ ცოცხალი დონორიდან ღვიძლის ციროზით დაავადებულ ავადმყოფზე ღვიძლის გადანერგვა წარმატებით განახორციელა.

ოპერაციას კორეელი პროფესორი, ამ დარგის მსოფლიოში ცნობილი ექსპერტი, სამხრეთ კორეის სეულის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის აღმასრულებელი დირექტორი, ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კვანგ–ვუუნგ ლიი ხელმძღვანელობდა.

პროფესორი ლიი ადრეც სტუმრობდა „ავერსის“ კლინიკას. მისი რეკომენდაციებით მომზადდა „ავერსის“ კლინიკის ინფრასტრუქტურა (ჩაიდო მრავალათასიანი ინვესტიცია), კორეაში გადამზადდა ქართველ მედიკოსთა ჯგუფი, შეირჩა დონორი და რეციპიენტი.

ამჯერად, პროფესორი ლიი ჩამოსულია კორეელი სპეციალისტების გუნდის თანხლებით, რომლებიც „ავერსის“ კლინიკის ქირურგებთან ერთად განახორცილეს ღვიძლის გადანერგვა.

ვირუსული ჰეპატიტი მიეკუთვნება მსოფლიოს გლობალურ პრობლემათა რიგს. ეს პრობლემა საქართველოშიც განსაკუთრებულად მწვავედ დგას.

ვირუსული ჰეპატიტის ერთ–ერთ, სიცოცხლისთვის საშიშ, გართულებას წარმოადგენს ღვიძლის ციროზი და ფიბროზი, რომელიც ნიშნავს ღვიძლის, ამ სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესი ორგანოს, ფუნქციონირებადი ნატიფი პარენქიმის ჩანაცვლებას არაფუნქციონირებადი შემაერთებელი ქსოვილით. აღნიშნულის გამო ვითარდება ღვიძლის უკმარისობა.

ღვიძლის ციროზის ბოლო ფაზების რადიკალური მკურნალობის ერთადერთი საშუალება არის ღვიძლის გადანერგვა – ტრანსპლანტაცია, რომელიც აშშ–ს, ევროპის, სამხრეთ კორეის, იაპონიის წამყვან კლინიკებში სრულდება, როგორც გვამური დონორიდან აღებული ორგანოს გადანერგვით, ისე ცოცხალი დონორის ღვიძლის ნაწილის გადანერგვით.

საქართველოში ღვიძლის გადანერგვა ჯერჯერობით არ არის განვითარებული.

http://info9.ge

2015.03.23


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006