logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    თბილისის მერთან არსებულმა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ პირველი სხდომა გამართა

დღეს თბილისის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. საბჭოს საქმიანობის მიზანია შშმ პირებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად ერთიანი საქალაქო პოლიტიკის ჩამოყალიბება და სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებს შორის კოორდინაციის გაღრმავება.

თბილისის მერმა შშმ პირთა უფლებებზე ზრუნვა თავის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა, რაც ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2015 წლის ბიუჯეტზეც აისახა. მიმდინარე წლიდან აღნიშნული სამსახური შშმ პირებთან მიმართებით 3 ახალ პროგრამას ახორციელებს, რაც არსებულ 2 პროგრამას დაემატა.

საბჭო, რომელიც 9 საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელისა და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების 11 წარმომადგენლისგან დაკომპლექტდა, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ხელმძღვანელობს, ხოლო აღმასრულებელი მდივანი რატი იონათამიშვილია. „საბჭო სპეციალურად შეიქმნა დედაქალაქის მერთან იმისათვის, რომ იმუშაოს და მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები ყველა იმ საკითხზე, რაც დედაქალაქში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შესაქმნელადაა საჭირო,“ - განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მერიამ საბჭოს შექმნით გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

საბჭოს პირველ სხდომაზე რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის,  მუნიციპალური შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის ადაპტირების, აგრეთვე, კერძო სექტორის კუთვნილი შენობა-ნაგებობების ადაპტირებისთვის საჭირო ნებართვის გაცემის წესის გამარტივების საკითხზე. ქალაქის მუნიციპალიტეტის დონეზე აღირიცხება საჯარო დანიშნულების შენობა-ნაგებობები, მიწისქვეშა გადასასვლელები, ხიდები, სარეკრეაციო ზონები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები, მათ შორის, საბავშვო ბაღები და პირველადი სამედიცინო დახმარების ობიექტები, ასევე, თეატრები, საკონცერტო და სპორტული დარბაზები.

საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის პარკირების ადგილების მოწყობის წესში ცვლილების შეტანის საკითხიც. დღეისათვის არსებული ვითარებით, პარკირებით მხოლოდ ის პირები სარგებლობენ, რომლებსაც ავტომობილი საკუთარ მფლობელობაში ჰყავთ. ცვლილების შემდეგ კი, პარკირებით ნებისმიერი შშმ პირი ისარგებლებს.

სხდომაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება შესაბამისი პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების თემატური ჯგუფები, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა თემის მონაწილეობას გაზრდის. დებულების თანახმად, საბჭოს სხდომები 2 თვეში ერთხელ გაიმართება.

 

http://tbilisi.gov.ge

2015.03.19


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006