logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანმრთელობის დაზღვევა გაძვირდა

ლარის გაუფასურების გამო ფასების ზრდა ბევრი მიმართულებით ფიქსირდება. სურსათი, მედიკამენტები, სამედიცინო მომსახურება.

ამ ტენდენციის გამო ფასების მატებაა ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებითაც. სადაზღვევო კომპანიებმა ჯანმრთელობის დაზღვევა უკვე გაძვირეს, თუმცა, მატება ჯერჯერობით მნიშვნელოვანი არ არის.

პოლისების გაძვირების მიზეზი კი მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასების მატებაა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წელს თითქმის მთელი წლის განმავლობაში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ფასების მატება ფიქსირდებოდა.

ჯანდაცვაში გაძვირების ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება. საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის იანვარში გასული წლის იანვრის თვესთან შედარებით ფასები 7,3 პროცენტით გაიზარდა. ფასებმა მოიმატა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე 15,8%-ით.

ჯანმრთელობის დაცვაში ფასები გაიზარდა თებერვალშიც, მატება 6,4 პროცენტი იყო. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე 11,1%-ით, ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურების ქვეჯგუფზე 4,4%-ით და საავადმყოფოების მომსახურებაზე 5,2%-ით.

სადაზღვევო კომპანია „არდის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სამედიცინო დაზღვევის ფასწარმოქმნა ყოველთვის არის იმის ანარეკლი, რაც ხდება სამედიცინო, ფარმაცევტული და სტომატოლოგიური მიმართულების მქონე კომპანიების ბიზნეს პროცესებში. მისივე განმარტებით, აღნიშნულის გამო ბოლო ერთი წლის განმავლობაში „არდის“ საფასო პოლიტიკის მიმართულებით კორექტირება რამდენჯერმე მოუწია.

„ფასების ზრდის დინამიკა სამედიცინო სერვისებზე ლარის კურსის დაცემამდეც მუდმივად იგრძნობოდა, თუმცა ვალუტის რყევამ დამატებითი დისკომფორტი შექმნა. ზოგადად საქართველოში სამედიცინო დაზღვევის დღევანდელი ფასწარმოქმნა ვერ ეწევა დროში სამედიცინო სერვისებზე ფასების მატების ტენდენციას, რის გამოც სადაზღვევო ინდუსტრია მუდმივად არის გამოწვევების წინაშე. ცხადია ყველაზე მეტად აღნიშნული გამოწვევები აქვთ იმ კომპანიებს, რომელთათვისაც დაზღვევა ძირითადი და არა დამატებითი ბიზნეს საქმიანობაა. დღეს საქართველოში წმინდა სადაზღვევო საქმინობით მხოლოდ რამოდენიმე კომპანიაა დაკავებული“,- აცხადებს ჯაფარიძე. 

მისივე განმარტებით, „არდიში“დაზღვეულებმა კარგად იციან, რომ სამედიცინო მომსახურებაზე და მედიკამენტებზე ფასები მუდმივად იზრდება და კომპანიის რეაქცია მხოლოდ პასუხია ბაზარზე მიმდინარე პროცესებისა.

ფასების კორექტირებას ადასტურებენ სადაზღვევო კომპანიებში „ირაოსა“ და „უნისონშიც.

როგორც „კომერსანტს“ „უნისონში“ განუცხადეს, მათი ფასები მიბმულია პროვაიდერი კლინიკებისა და სააფთიაქო ქსელების ფასებზე, შესაბამისად, თუ ისინი აძვირებენ ღირებულებას, სადაზღვევო კომპანიაც იძულებულია, რომ გადახედოს ფასებს.

„ირაოში“ აღნიშნავენ, რომ მაქსიმალურად ცდილობენ არ გააძვირონ ტარიფი,  მაგრამ თუ გაძვირების ტენდენცია გაგრძელდა, დროთა განმავლობაში ეს მათ პოლისებზეც შესაბამისად აისახება.

ამ ეტაპზე ფასების გაძვირებას არ ადასტურებს კომპანია „ჯი-პი-აი ჰოლდინგი“. კომპანიაში აცხედებენ, რომ ამ ეტაპზე ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისებში ფასების კორექტირება არ მომხდარა. თუმცა, სადაზღვევოში ამბობენ, რომ აკვირდებიან ბაზარზე არსებულ მდგომარეობას და თუ დევალვაციის ტენდენცია გაგრძელდა, ფასების გადახედვა მათაც მოუწევთ.     

 

სალომე მეცხვარიშვილი

http://commersant.ge

2015.03.17


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006