logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ამირან გამყრელიძე: გრიპთან დაკავშირებული პიკი უკვე გადავიარეთ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, წელს გრიპთან დაკავშირებით პანიკის არავითარი საფუძველი არ არსებობს.
როგორც გამყრელიძე განმარტავს, გრიპის სეზონი გასულ წლებთან შედარებით მშვიდად მიმდინარეობს და წელს ძირითადად B ტიპის გრიპია გავრცელებული, რომელიც შედარებით სუსტი სახისაა.
„წელს პანიკის არავითარი საფუძველი არ არის, გრიპის სეზონი შედარებით მშვიდად მიმდინარეობს, ვიდრე გასულ წლებში.
წელს, ძირითადად ცირკულირებს B შტამის გრიპი, შარშან კი ცირკულირებდა - A შტამის, რომელიც შედარებით რთული სახის არის. ევროპის ქვეყნებში გრიპი აქტიურდება ხოლმე ოტომბრიდან, მაგრამ საქართველოსთვის უფრო დამახასიათებელია იანვარ-თებერვლიდან და სწორედ თებერვალში არის გარკვეული პიკი. შეიძლება ითქვას, რომ ეს პიკი უკვე გადავიარეთ.
მარტის მეორე დეკადიდან შედარებით მშვიდი პერიოდი იქნება,“, -განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალება აცრაა.
„ძირითადი რეკომენდაცია არის ის, რომ დროულად უნდა იქნეს პროფილაქტიკური ზომები მიღებული და ყველაზე საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალება არის აცრა. განსაკუთრებით, მაღალი რისკის ჯგუფის აცრა. შარშან ავცერით 4 000 მაღალი რისკის მქონე ადამიანი, წელს კი უკვე -8 000. ესენი არიან ძირითადად, მოხუცები და ბავშვთა სახლში მყოფი ადამიანები, ასევე, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები“, -განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც ის აღნიშნავს, გარდა აცრისა აუცილებელია დაცულ იქნეს საერთო ჰიგიენა. მისივე ინფორმაციით, წელს ლაბორატორიულად დადასტურებულია B ტიპის გრიპის, დაახლოებით 150-ზე მეტი შემთხვევა, ხოლო A გრიპის 3 შემთხვევა.
როგორც გამყრელიძე განმარტავს, წელს საბედნიეროდ არ ყოფილა დაფიქსირებული რთული გრიპის შემთხვევები და არც ლეტალური შედეგი დამდგარა.

http://info9.ge

2015.03.09


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006