logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    პრესკონფერენცია - თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ძალაში შესვლის 10 წლის იუბილე

2015  წლის  ორ მარტს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ძალაში შესვლის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა პრესკონფერენცია სლოგანით

მრავალი სიცოცხლის გადარჩენის ათწლეული!!!

შეხვედრას ესწრებოდნენ  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები და დარგის ექსპერტები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია წარმოადგენს მსოფლიოში ერთადერთ საზოგადეობრივი ჯანმრთელობის ინსტრუმენტს, რომელსაც აქვს ლეგალური ვალდებულება. ჩარჩო-კონვენციის მიზანია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა თამბაქოს ნაწარმის მოხმარების კონტროლის გზით. კონვენციაზე ამჟამად მიერთებულია მსოფლიოს 179 ქვეყანა და ევროკავშირი, რაც ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას.

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია ავალდებულებს მასზე მიერთებულ მთავრობებს მხარი დაუჭირონ მის განხორციელებას. საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და თამბაქოს ინდუსტრიის (სახელმწიფო თამბაქოს მონოპოლიების ჩათვლით) ინტერესებს შორის არსებული შეურიგებელი კონფლიქტის გამო კონვენცია ასევე ავალდებულებს მხარეებს დაიცვან თამბაქოს კონტროლის პოლიტიკა თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევისაგან.

კონვენციის მიზნებისა და ამოცანების ეფექტურად მიღწევისათვის აუცილებელია სამთავრობოთაშორისო სააგენტოების და სამოქალაქო საზოგადეობის მონაწილეობა.

თამბაქოს მოხმარება სიკვდილის ერთ–ერთი წამყვანი მიზეზია. თამბაქოს გლობალური ეპიდემია დაახლოებით 6 მილიონ ადამიანს კლავს ყოველწლიურად, აქედან 600 000–ზე მეტი მეორადი კვამლით იღუპება. საქართველოში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით საკმაოდ საგანგაშო მდგომარეობაა. თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება, აქედან 3 000 პასიური მოწევის მსხვერპლია.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად მომზადებულია 2015 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების სახელმწიფო პროგრამა.

თამბაქოს კონტროლის სამოქმედო გეგმის მიხედვით  საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ორჯერ (2014 და 2015 წელს) განახორციელა თამბაქოს ნაწარმზე გადასახადების გაზრდა. 2014 წელს ჩატარდა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული კვლევები.

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციითა და თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიითა და ხუთწლიანი სამოქმედო გეგმით გაწერილი ვალდებულებების აღსრულებისათვის, თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საკანონმდებლო ცვლილებებს. თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერების მრავალსექტორული სახელმწიფო კომისიის მიერ შემუშავებული კანონპროექტები უახლოეს მომავალში უნდა წარსდგეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე პარლამენტში შემდგომი განხილვისათვის.

2015 წლიდან დაიწყება პროექტი „ხელშემწყობი გარემოს შექმნა ეფექტური საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვისათვის საქართველოში“. პროექტი მიზნად ისახავს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეფექტური საგადასახადო პოლიტიკის  შემუშავებას და პოლიტიკის დანერგვისათვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას. გათვლისწინებულია სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობის და ინფორმირებულობის დონის ამაღლება პოლიტიკის დანერგვის მხარდასაჭერად.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია მისი არსებობის 10 წლის მანძილზე  წარმატებულად ახერხებს თამბაქოს კონტროლის საკითხის გლობალური დღის წესრიგის მაღალ დონეზე შენარჩუნებას და, ამავადროულად, ახდენს მრავალი სიცოცხლის გადარჩენას და გლობალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

http://www.ncdc.ge

2015.03.04


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006