logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მარიამ ბაღდასაროვი ექიმებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებაში სდებს ბრალს

22 წლის სტუდენტი მარიამ ბაღდასაროვი მის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებაში ექიმებს სდებს ბრალს.
როგორც ბაღდასაროვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ექიმების შეცდომის გამო, მისი ამოვარდნილი ხელი უფრო და უფრო დაზიანდა და, ორი ოპერაციის მიუხედავად, ხელი კვლავ ამოვარდნილ მდგომარეობაშია. როგორც ბაღდასაროვმა აღნიშნა, დღეს უკვე ისეთი მდგომარეობაა, რომ შესაძლოა ხელიდან ძვლის ამოღება და მეტალის ჩადგმა გახდეს საჭირო. სტუდენტი მომხდარში შპს "ტრავმატოლოგის" ექიმს ტატიანა აკობიას სდებს ბრალს.
"გასული წლის 8 სექტემბერს მივიღე ხელზე ტრავმა, იდაყვის ამოვარდნაზე 9 სექტემბერს გავიკეთე ოპერაცია, ჩამიდგეს მეტალის ჩხირები, თუმცა ამ პერიოდში გამიჩნდა ინფექცია. არავინ ყურადღება არ მომაქცია, ვურეკავდით ექმის და კონტაქტზე საერთოდ არ გამოდიოდა. ოპერაცია გამიკეთდა არასწორად და ამოვარდნილი ხელი კვლავ ამოვარდნილ მდგომარეობაში მაქვს. შემდეგ ამ ხელზე გაჩენილმა ინფექციამ უკვე ძვალიც დააზიანა და გართულებული მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. არავინ ყურადღება არ მომაქცია. ამ ყველაფერის შემდეგ შეიძლება გახდეს ხელიდან ძვლის ამოღება საჭირო და მეტალის ჩადგმა", - განაცხადა მარიამ ბაღდასაროვმა.
მისი თქმით, როდესაც ექიმს ეუბნებოდა, რომ პრობლემა და ტკივილები ჰქონდა, მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და შიზოფრენიკს უწოდებდა. ამასთან, როგორც სტუდენტმა აღნიშნა, მეორე ოპერაცია იყო მეტალური ჩხირების ამოღება, რომელიც ასევე არასწორად ჩატარდა. ბაღდასაროვის განცხადებით, მისთვის აუცილებელია მესამე ოპერაცია, რაზეც ექიმები უარს ეუბნებიან.
"რამდენიმე ექიმს და საავადმყოფოს მივმართე მესამე ოპერაციის თაობაზე, თუმცა ხელს არ კიდებენ. როგორც ჩანს, მათ ეშინიათ, სხვისი გაფუჭებული საქმე რომ ვერ გამოასწრონ. ერთადერთი, ვისთანაც კონტაქტი მაქვს, არის "მედიქლაბი", სადაც ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები, მიმდინარეობს შესწავლა არსებული მდგომარეობის და შესაძლოა, ჩამიტარდეს ოპერაცია", - განაცხადა ბაღდასაროვმა.
მისივე თქმით, მან მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს და მოითხოვა შესწავლა თუ რატომ შეიქმნა ასეთი მდგომარეობა, რა ოპერაციები გაკეთდა ისეთი, რის შემდეგაც ამოვარდნილი ხელი ისევ ამოვარდნილია და სიტუაცია კიდევ უფრო მეტად რთულდება.

http://www.interpressnews.ge

2015.02.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006