logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    C ჰეპატიტის კამპანიის ფარგლებში შესაძლოა სტომატოლოგები გადაამზადონ

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებაში შემავალი წევრი ორგანიზაციის, სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ C ჰეპატიტის გავრცელების წინაღმდეგ მიმართული კამპანიის დროს აუცილებელია სტომატოლოგების გადამზადება.
როგორც სამედინო ასოციაციების გაერთიანებიდან იტყობინებიან, C ჰეპატიტის გავრცელების წინაღმდეგ მიმართულ პროგრამის "STOP C" -ს ფარგლებში, სტომატოლოგიური კლინიკები განსაკუთრებულ ვითარებაში აღმოჩნდნენ.
სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციაციის პრეფესორის, მარინა მამალაძის განცხადებით, სტომატოლოგიური კლინიკები პირველადი დარტმის ქვეშ აღმოჩნდნენ, რადგან მათი ყოვლად დაუშვებელი ჭარბი რაოდენობა, ზოგიერთი კლინიკის სამედიცინო პერსონალის დაბალი კვალიფიკაცია, პროფესიული გულგრილობა და დაბალი კომპეტენცია ზრდის განსაკუთრებით საშიში ინფექციების გავრცელების რისკებს და ჩრდილს აყენებს სხვა საექიმო პასუხისმგებლობის მქონე ექიმების, ზოგადი მედპერსონალის და კლინიკის რეპუტაციას.
"გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ხშირად კლინიკებში ამორტიზებული, მოძველებული სასტერილიზაციო აპარატურა დგას, რომელიც ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და შესაბამისად, აქვეითებს ინსტრუმენტების სტერილობის ხარისხს", - აცხადებს მარინა მამალაძე.
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების, სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა ფართომასშტაბიან აქციას "STOP C", რომლის ფარგლებშიც სპეციალური შეხვედრა მოეწყო, სადაც ქალაქ თბილისის სამოცზე მეტმა სტომატოლოგიურმა კლინიკამ მიიღო მონაწილეობა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიულმა ასოციაციამ, თხოვნით მიმართა ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და მის დირექტორს, პროფესორ ამირან გამყრელიძეს შემუშავებულიყო ერთიანი საგანმანათლებლო პროგრამა უწყვეტი პროფესიული განვითარების რანგში.
"ამ პროგრამის გავლა აუცილებელი უნდა იყოს სტომატოლოგიურ კლინიკებში მომუშავე არა მხოლოდ ექიმებისთვის, არამედ საშუალო მედპერსონალისთვისაც. ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა და მზადდება პროგრამა, რომელიც სულ მალე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის შემდგომი განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის საბჭოზე დამტკიცდება.
პარალელურად მიმდინარეობს დამხმარე სახელმძღვანელოს შედგენა, სადაც დეტალურად იქნება განხილული ინფექციასთან ბრძოლის ის თანამედროვე მეთოდები, რომლებიც საერთაშორისო ევროპულ სტანდარტს შეესაბამება", - აცხადებენ გაერთიანებაში.

http://www.interpressnews.ge

2015.02.26


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006