logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველო ბრუცელოზის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის განხორციელებას იწყებს

საქართველო ბრუცელოზის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის განხორციელებას იწყებს. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იტყობინებიან, სამინისტროში ბრუცელოზის პრევენციისა და კონტროლის პროგრამის ტექნიკური დახმარების გაწევის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა დოლიძემ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ. შეთანხმების მიზანია ბრუცელოზის წინააღმდეგ ბრძოლის მრავალმხრივი სტრატეგიის განხორციელება.
მათივე ინფორმაცით, ბრუცელოზი გავრცელებული ბაქტერიული დაავადებაა იმ ქვეყნებში, რომლებიც მეცხოველეობასა და ხორცპროდუქტების წარმოებას მისდევენ. ბრუცელოზი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემასაც წარმოადგენს, რადგან ცხოველებისგან ადამიანს შეიძლება გადაეცეს. ბრუცელოზის სწორი დიაგნოზი მხოლოდ ლაბორატორიული ტესტებითაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების (ვაქცინაცია, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა) გატარება.
პროექტის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სურსათის ეროვნულ სააგენტოს, დაავადებათა კონტროლის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ვაქცინაციის კამპანიის განხორციელებასა და სააგენტოს წარმომადგენლთა სწავლება/გადამზადებაში დაეხმარება. აღნიშნული ორწლიანი პროექტის ბიუჯეტი 280,733 დოლარს შეადგენს და ევროკავშირის მიერ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში გაწეული საბიუჯეტო დახმარებიდან ფინანსდება.
2013 წელს საქართველოში FAO-ს მიერ განხორციელებული საბაზისო კვლევის მეშვეობით გამოვლინდა პრიორიტეტები, ხარვეზები, პრობლემები და შესაძლებლობები, რაც საქართველოს მთავრობას დაეხმარა ბრუცელოზის კონტროლის ეროვნული სტრატეგიის სრულყოფაში. FAO-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ პრევენციული ღონისძიებების გატარება დაიწყო. აღნიშნულ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერმერებისა და მომხმარებელთა ინფორმირება ბრუცელოზის შესახებ.
2015 წლიდან საქართველო ბრუცელოზის კონტროლის სტრატეგიის განხორციელებას იწყებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაფორმებული ხელშეკრულების ორწლიანი პროექტის ამოქმედების დაწყებას გულისხმობს.

http://www.interpressnews.ge

2015.02.26


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006