logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სამედიცინო მედიაციის სამსახური უქმდება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები.

ცვლილების მიხედვით, უქმდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამედიცინო მედიაციის სამსახური და "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონიდან ხდება სამედიცინო მედიაციის ფუნქციის ამოღება.

წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, ჩანაწერი, რომელიც მოიცავდა საქართველოს მთავრობის მიერ საფასურების განსაზღვრის შესაძლებლობას განივრცო და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია დაწესდეს მომსახურების საფასური და მისი განაკვეთები, განისაზღვროს საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესები, ასევე საფასურის გადახდისგან გათავისუფლების პირობები." აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს შესაძლებლობას საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სერვისების განხორციელებაზე დაწესდეს მომსახურების საფასურები.
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას და არ ექნება გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტის მიღების შედეგად, გამოთავისუფლებული საბიუჯეტო რესურსი გადანაწილდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებებში. კანონპროექტის ავტორი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა, ხოლო ინიციატორი კი საქართველოს მთავრობა.
კანონპროექტზე მომხსენებლის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, დავით ლომიძის განმარტებით, 2011 წელს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით შემოღებული იქნა სამედიცინო მედიაციის სამსახური - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტურ სამსახურთან არსებული დავების განმხილველი ორგანო, რომლის ფუნქციაც იყო პაციენტსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის, სადაზღვევო ორგანიზაციასა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის, ასევე პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის წარმოშობილი დავების განხილვა. მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ცვლილებების განხორციელების მომენტისათვის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების უდიდეს ნაწილს წარმოადგენდა სადაზღვევო პროგრამები, როდესაც სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებისათვის სამედიცინო სერვისები ფინანსდებოდა სადაზღვევო ვაუჩერის მეშვეობით.
გამომდინარე აქედან, აქტუალური იყო ისეთი სამსახურის შექმნა, რომელიც დაარეგულირებდა პაციენტს, სამედიცნო დაწესებულებასა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის წარმოშობილ ურთიერთობებს. როგორც დავით ლომიძემ აღნიშნა, მოცემული ეტაპისთვის, როდესაც მოხდა მოსახლეობის სამედიცინო სერვისების საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში სრული ინტეგრირება, ზემოხსენებული ფუნქციის სამსახურის საჭიროება აღარ არსებობს, რადგან, ერთის მხრივ, პაციენტსა და სამედიცინო დაწესებულებასთან კომუნიკაციის პროცესს დაარეგულირებს პროგრამის განმახორციელებლი - საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,სოციალური მომსახურების სააგენტო", ხოლო მეორეს მხრივ, სადაზღვევო ორგანიზაციასთან პაციენტისა და სამედიცინო დაწესებულების კომუნიკაცია წარიმართება საერთო წესით - ,,დაზღვევის შესახებ" საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების ფარგლებში.

http://ghn.ge

2015.02.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006