logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების სამსახურის პრიორიტეტული პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა

ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2015 წლის ბიუჯეტი 76.5 მილიონი ლარია.

2014 წელთან შედარებით 2015 წელს ბენეფიტების და ზოგადად ფინანსური რესურსების შედარებით მეტი ოდენობა დაიხარჯება სიღარიბის ნიშნით მიზნობრივ ჯგუფებზე, იმ ოჯახებზე, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებული. მიმდინარე წლის ბიუჯეტი მეტად პასუხობს სოციალური სამართლიანობის ძირითად პრინციპს - დახმარება მიიღოს მან, ვისაც უფრო მეტად სჭირდება იგი.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური 2015 წელს 29 პროგრამას განახორციელებს. მათ შორის, როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური მომსახურების მიმართულებით არაერთი ახალი და მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება იწყება.
 
აღნიშნული პროგრამებიდან ჯანდაცვის კუთხით ორი ახალი პროგრამა განხორციელდება:
 
- ლეიკემიისა და  სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 30 წლამდე ასაკის პაციენტებში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამა, რომლის განსახორციელებლადაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 4 000 000 ლარი გამოიყო. პროგრამა უპრეცედენტოა და მისი მიზანია 30 წლამდე ასაკის 20 ბენეფიციარის ოპერაციული  და პოსტოპერაციული მკურნალობის დაფინანსება. პროგრამის ფარგლებში პირველი პაციენტი უკვე დაფინანსდა, რომელიც  9 თებერვალს სტამბოლში გაემგზავრება.
 
- C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსების პროგრამა, რომლის 2015 წლის  ბიუჯეტი 1 400 000 ლარია. პროგრამის მიზანია თბილისში რეგისტრირებული C ჰეპატიტით დაავადებული პირებისთვის სამკურნალო ღონისძიებების ჩატარებისა და მედიკამენტებზე შეღავათით სარგებლობის მისაღებად აუცილებელი დაავადების სტადიის განსასაზღვრი გამოკვლევების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. პროგრამის ფარგლებში 2000 ბენეფიციარი დაფინანსდება.
 
რაც შეეხება სოციალურ მიმართულებას, მიმდინარე წელს ხუთი ახალი პროგრამა განხორციელდება: 
 
- სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი 500-ლარიანი დახმარების პროგრამა, რომელიც 2015 წლის ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარით დაფინანსდა. პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტირებული ოჯახების მატერიალური დახმარება. 
 
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა, რომლის წლიური ბიუჯეტი 400 000 ლარით განისაზღვრა. პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებში  ჩართვის ხელშეწყობა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
 
- სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლოთა მატერიალური დახმარების პროგრამა, რომელიც მიმდინარე წელს 1 000 000 ლარით განისაზღვრა. პროგრამის  თანახმად, სოციალურად დაუცველი 150 000 და დაბალი ქულის მქონე მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირები 900 ლარით დაფინანსდებიან. 
 
- სოციალურად დაუცველი 18 წლამდე მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მატერიალური დახმარების პროგრამა 2015 წლის ბიუჯეტიდან 800 000 ლარის ოდენობით განისაზღვრა. პროგრამის მიხედვით, სოციალურად დაუცველი 0-150 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე 18 წლამდე მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება 800 ლარით განისაზღვრა.
 
- სოციალური დაცვის პროგრამების შეფასება - პროგრამის მიზანია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამების ბენეფიციართა კმაყოფილების დონის განსაზღვრა; მოქალაქეთა განცხადებებში მოცემული პრობლემებისა  და საჭიროებების გაანალიზება; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამების მიმართ მოსახლეობის ზოგადი განწყობის იდენტიფიცირება; 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტისთვის რეკომენდაციების შემუშავება. 
 
გარდა ამისა, უმეტეს შემთხვევაში გაორმაგდა, რიგ შემთხვევაში კი გაიზარდა სოციალური დახმარების პროგრამები:
 
- სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეტი შვილის დაბადებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა - ბიუჯეტი 400 000 ლარი. პროგრამის მიხედვით, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში ერთჯერადი მატერიალური დახმარება დაერიცხება მე-3 ახალშობილზე - 800 ლარის ოდენობით, მე-4 ახალშობილზე - 1000 ლარის ოდენობით, მე-5 და ყოველ შემდეგ ახალშობილზე 1500 ლარის ოდენობით.

მაკა ბრეგვაძე

http://pia.ge

2015.02.05


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006