logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანია იწყება

4 თებერვალს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე საქართველოშიც აღინიშნება.

დღეს, 11:00 საათზე სასტუმრო „თბილისი მარიოტში“  კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანიის „სამიზნე სისცოცხლისთვის“ ფარგლებში სპეციალურ ღონისძება გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია კოალიცია „ევროპა დონა საქართველო“.
 
ღონისძიების მიზანია საზოგადოების ინფორმირება ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მხარდამჭერი კამპანიის შესახებ.
 
ღონისძიებას დაესწრებიან  „ევროპა დონა საქართველოს“ წარმომადგენლები, ექიმი-ონკოლოგები, დარგის სპეციალისტები, პაციენტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა. დარიგდება საინფორმაციო მასალები და  დარგის სპეციალისტები, ექიმი-ონკოლოგები, პაციენტები ისაუბრებენ დაავადების გამოწვევ მიზეზებზე, რისკ ფაქტორებზე, დაავადების ნაირსახეობებზე. ასევე მოსულ სტუმრებს კიბოს პრევენციის საჭირო ზომებს გააცნობენ.
 
ძუძუს კიბო  ქალებში სიმსივნეებს შორის გავრცელების მიხედვით პირველ ადგილზეა მსოფლიოში. ყოველწლიურად 1 000 000 ახალი შემთხვევა დიაგნოსტირდება და 900 000 ქალი იღუპება ამ დაავადებით. რვიდან ერთი ქალი ავადდება ძუძუს კიბოთი მისი სიცოცხლის განმავლობაში. ქალებში კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის თვალსაზრისით ძუძუს კიბო პირველ ადგილზეა მსოფლიოში. არსებობს ძუძუს კიბოს სხვადასხვა ტიპი. ქალებმა არ უნდა დაკარგონ ძვირფასი დრო და სიცოცხლე იმის გამო, რომ სრულფასოვნად ვერ იტარებენ საჭირო მკურნალობას ფინანსების არარსებობის გამო. საქართველოში ყოველწლიურად, ძუძუს კიბოს 1200-ზე მეტი  ახალი შემთხვევა ფიქსირდება და ამ სენისგან წელიწადში 800-ზე მეტი ქალი იღუპება. ეს არის 800 ოჯახის ტრაგედია და სამწუხაროდ, ეს რიცხვი ყოველწლიურად იმატებს.

უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ახალმა აღმოჩენებმა და ინოვაციებმა გააღრმავა ცოდნა კიბოს შესახებ. მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული დიაგნოსტიკის, სკრინინგის, ქირურგიის, რადიოთერაპიის, ქიმიოთერაპიის, კომბინაციური და დამიზნებითი ანუ თარგეთული  თერაპიის თვალსაზრისით.
 
დამიზნებითი თერაპიის დროს პრეპარატი უშუალოდ მიმართულია და აინჰიბირებს სიმსივნურ უჯრედში მიმდინარე პროცესს, რომელიც წამყვანი ფაქტორია ცალკეული სიმსივნეების განვითარებასა და ზრდაში. აქედან წარმოიშვა მისი სახელწოდებაც - „დამიზნებითი თერაპია“.
 
რადგან დამიზნებითი თერაპია სპეციფიურად მიმართულია კიბოს უჯრედებზე, ის ძალზე ეფექტურია,  ნაკლებ ზიანს  აყენებს  ნორმალურ უჯრედებს და გააჩნია ნაკლები გვერდითი მოვლენები სტანდარტულ ქიმიოთერაპიასთან შედარებით. საქართველოში დამიზნებითი თერაპია არ არის ხელმისაწვდომი პაციენტთა  უმრავლესობისთვის.
 
ღონისძიების დასასრულს, შემუშავდება „ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის მხარდამჭერი პეტიცია“, რომელზეც ხელის მოწერა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
 
4 თებერვალს მსოფლიო კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. მისი მიზანია საზოგადოების ინფრომირება პრევენციული ღონისძიებების აუცილებელობის შესახებ, რაც ონკოლოგიურ დაავადებათა თავიდან აცილების შესაძლებლობას 40 პროცენტით  იძლევა. დროული და სწორი მკურნალობა პაციენტთა დიდ ნაწილს სრული განკურნების შანს აძლევს. ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებები იმართება საქართველოშიც, რომელთა ძირითადი მიზანია გლობალური პრობლემისადმი საზოგადოების დაინტერესება და ინფორმირება.
 
„ევროპა დონა ჯორჯია“ 2006 წელს შეუერთდა ქალაქ მილანში  20 წლის წინ დაარსებულ ევროპულ კოალიციას “EUROPA DONNA”, რომლის ძირითად მიზანს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ჩვენი ორგანიზაცია დაარსების დღიდან იღწვის აღნიშნული სენით დაავადებული ქალბატონების გადასარჩენად. „ევროპა დონა საქართველოს“ წევრები როგორც ევროპული კოალიცია „EUROPA DONNA“-ს მიერ სერტიფიცირებული ადვოკატები, ასევე ამ სენისაგან განკურნებული ქალბატონები არიან. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა, როგორც ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება, ასევე შესაბამისი განათლების გავრცელება ქართველ ქალბატონებში, რათა დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია.

მაკა ბრეგვაძე

http://pia.ge

2015.02.04


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006