logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    4 თებერვალი - კიბოს მსოფლიო დღე

კიბოს მსოფლიო დღე არაჩვეულებრივი ინიციატივაა, რომლის საშუალებითაც მთელ მსოფლიოს შეუძლია გაერთიანდეს კიბოს გლობალური გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი   ყოველწლიურად 4 თებერვალს იმართება.

კიბოს მსოფლიო დღის ინიციატორია კიბოს კონტროლის საერთაშორისო გაერთიანება (UICC) - წამყვანი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა უწყებას კიბოს გლობალური ტვირთის შემცირებისთვის ბრძოლაში; იგი ხელს უწყობს კიბოს კონტროლის საკითხის მსოფლიო ჯანდაცვისა და განვითარების დღის წესრიგში ჩართვას.

კიბოს მსოფლიო დღე მიზნად ისახავს ყოველწლიურად მოახდინოს მილიონობით ადამიანის სიკვდილის პრევენცია კიბოს შესახებ მათი ცნობიერების ამაღლებითა და განათლების გზით; მოუწოდებს როგორც მთავრობებს, ისე ცალკეულ ინდივიდებს მთელ მსოფლიოში, მონაწილეობა  მიიღონ ამ დაავადების გავრცელები წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ დღის მიზანია, ყველამ, ვისაც შეეხო დაავადება ან მონაწილეობს მის მართვაში - პაციენტები, ოჯახები, თემები, პროფესიული ასოციაციები, კერძო სექტორი და მთავრობა - გააცნობიეროს საკუთარი როლი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში.


რატომ
არის კიბოს მსოფლიო დღე მნიშვნელოვანი?

მიუხედავად იმისა, რომ კიბო მსოფლიოში სიკვდილის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია, დღის წესრიგში ჯერ კიდევ არ დგას მისი პრიორიტეტულობის საკითხი. 2008 წელს კიბოთი სიკვდილის 7.8 მილიონი და დაავადების 12.7 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩარევის გარეშე, კიბოს გლობალური  ტვირთი 2030 წლისთვის, სავარაუდოდ, კიდევ 75%-ით გაიზრდება.

ყოველთვიურად 600 000 კიბოთი დაავადებული ადამიანი იღუპება მაშინ, როდესაც  ფატალური დასასრულის თავიდან აცილება უმეტესწილად შესაძლებელია კიბოს პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და მკურნალობის პროგრამების საშუალებით.

თუ არ იქნა მიღებული სასწრაფო ზომები საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით და არ გატარდა სტრატეგიული ღონისძიებები ამ დაავადების გავრცელების შესამცირებლად,  მომავალში კიბოთი კვლავაც მილიონობით ადამიანი დაიღუპება. დადგენილია, რომ კიბოს შემთხვევების ზრდა, სამწუხაროდ, განსაკუთრებით დააზარალებს მცირე და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებს, რომლებსაც უჭირთ ამ დაავადებასთან გამკლავება სოციალური და ეკონომიკური მიზეზების გამო.

მარტივად რომ ვთქვათ, გლობალურად კიბოს გავრცელება დიდია და მოსალოდნელია მისი ზრდა მომავალშიც. ამჟამად, ყოველწლიურად 8.2 მილიონი ადამიანი იღუპება ამ დაავადებით. აქედან 4 მილიონი იღუპება  ნაადრევად (30-დან 69 წლამდე ასაკში). სამწუხარო რეალობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იზრდება დაავადების პრევენციის, მკურნალობისა და პალიატიური მზრუნველობის ხელმისაწვდომობის უთანასწორობა სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მიხედვით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა სასწრაფო ზომების მიღება საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მხრივ და პრაქტიკული სტრატეგიული მიმართულებების გატარება კიბოს გლობალური ტვირთის შესამცირებლად. ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა გაერთიანება კიბოსთან ბრძოლის პოლიტიკის გაუმჯობესებისა და კიბოს კონტროლისთვის გამიზნული ეროვნული გეგმების დანერგვის ხელშეწყობისთვის.

გარდა ამისა, საზოგადოებას გვაქვს კოლექტიური პასუხისმგებლობა, მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ საშუალო და დაბალშემოსავლიან ქვეყნებს, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი რესურსები კიბოს გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად.

კიბოს მსოფლიო დღე მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობასა თუ მედიაში კიბოს პრობლემის გაჟღერებისა და კიბოს შესახებ ინფორმაციის გავრცელების იდეალური საშუალებაა.   


კიბოს გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია  და გლობალური ადვოკატირება

2008 წელს, UICC-მა შეიმუშავა მსოფლიო კიბოს დეკლარაცია, როგორც ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც მან კიბოს პრობლემისკენ მიმართა  მთავრობის წარმომადგენლებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელთა ყურადღება.

2020 წლისთვის კიბოს გლობალური ტვირთის მნიშვნელოვნად შესამცირებლად შემუშავებულ იქნა დეკლარაციის 11 სამიზნე. ამ სამიზნეების საფუძველზე მომზადდა  რეკომენდაციები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის. დეკლარაცია, 500 000-ზე მეტი ხელმომწერით, წარმოადგენს კიბოს კონტროლის სამიზნეების მიღწევისთვის აუცილებელი პოლიტიკური ნების წინაპირობას გაერთიანებული ერებისა და სხვა დონეებზე. 

კიბოს მსოფლიო დეკლარაცია მოიცავს შემდეგ საკითხებს: კიბოს მონიტორინგი და ზედამხედველობა, ადამიანის პაპილომა ვირუსისა და B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელისა და კოლორექტალური კიბოს სკრინინგი, ხელმისაწვდომობა აუცილებელ მედიკამენტებზე, ტექნოლოგიებსა და პალიატიურ მზრუნველობაზე.

ახლა, როგორც არასდროს, არსებობს ეროვნული ვალდებულების აღების საჭიროება, რომლის მიზანია  სწორი პოლიტიკისა და კიბოს  კონტროლის ეროვნული სტრატეგიის დანერგვა. 

კიბოს მსოფლიო დღე მთავრობებს ჩართულობისკენ და იმ ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს, რომელიც კიბოს პრევენციისა და მართვის ყველა ღონისძიებებს - პირველადი პრევენცია, ადრეული გამოვლენა, ეფექტური მკურნალობა და პალიატიური მზრუნველობა - აერთიანებს.

2015 წლის კიბოს მსოფლიო დღის სლოგანია

„ჩვენ მას დავძლევთ“


თუ
ავირჩევთ ცხოვრების ჯანსაღ წესს

კიბოს სოციალური და ეკონომიკური რისკ-ფაქტორების შემცირება და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება წარმოადგენს ძირითად კომპონენტს გლობალური მიზნის მიღწევის საქმეში, რომელიც გულისხმობს არაგადამდები დაავადებებით სიკვდილიანობის 25%-ით შემცირებას 2015 წლისთვის და კიბოს მსოფლიო დეკლარაციის სასურველი სამიზნეების მიღწევას.


თუ
კიბოს ადრეულად გამოვავლენთ

კიბოს სკრინინგ პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს კიბოს ტვირთი ყველა ქვეყანაში.

თუ მკურნალობას ყველასათვის ხელმისაწვდომს გავხდით

ყველა ადამიანს აქვს კიბოს ხარისხიანი და ეფექტური  მკურნალობის უფლება, გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა თუ სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიუხედავად.

თუ მაქსიმალურად  გავაუმჯობესებთ სიცოცხლის ხარისხს

კიბოს ზემოქმედების შედეგების გაცნობიერება ადამიანის ემოციურ, გონებრივ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე, და შემდგომ ამ  შედეგებზე რეაგირება მაქსიმალურად გააუმჯობესებს პაციენტების, მათი ოჯახის წევრებისა და მომვლელების სიცოცხლის ხარისხს.

 

http://www.ncdc.ge

2015.02.04


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006