logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საკრებულო მსოფლიოს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის დღეს აქციით უერთდება

თბილისის მუნიციპალიტეტიის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და ჯანმრთელობის დაცვის, ასევე სოციალურ საკითხთა კომისიების თავმჯდომარეებმა გულიკო ზუმბაძემ და ირაკლი ფავლენიშვილმა, თემაზე „4 თებერვალი მსოფლიოს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის დღე" ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

მათი განაცხადებით, 2011 წელს საქართველოში, ავთვისებიანი კიბოს დიაგნოზით, 25143 პაციენტი იყო რეგისტრირებული. ოფიციალური მონაცემებით კი, ყოველწლიურად საქართველოში 8000 კიბოს ახალი შემთხვევა ფიქსირდება. შესაბამისად, უახლესი 10 წლის განმავლობაში დაავადების გავრცელების მასშტაბები შეიძლება საგრძნობლად გაიზარდოს.
მათივე თქმით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში 40-ზე მეტი კერძო და სახელმწიფო სკრინინგ ცენტრი ფუნქციონირებს.
აღნიშნული ცენტრები რეგიონებში მთლიანად სახელმწიფო, ხოლო დედაქალაქში თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.
აქედან გამომდინარე, კიბოს პრევენციის მიზნით, მოსახლეობისათვის როგორც გეოგრაფიულად, ისე ფინანსურად ხელმისაწვდომია გამოკვლევების ჩატარება.
თუმცა, როგორც კომისიების თავმჯდომარეებმა აღნიშნეს, ზემოთაღნიშნულის მიუხედავად, მოსახლეობას არ გააჩნია სათანადო ცოდნა და ინფორმაცია კიბოს პრევენციული ღონისძიებების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, რის გამოც, საქართველოში კიბოს დიაგნოსტიკა გვიან სტადიაში ხდება და ხშირ შემთხვევაში ფატალური შედეგით სრულდება.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინციატივით, მსოფლიო კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხვალ, 4 თებერვალს, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მოსახლეობაში პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში პროგრამით გათვალისწინებულ გამოკვლევებს ჩაიტარებენ. (მის. წერეთლის გამზირი N69)
აღნიშნული აქციით საკრებულოს დეპუტატები მოსახლეობას მოუწოდებენ გამოიყენონ არსებული შესაძლებლობები და ჩაერთონ კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში.

http://www.interpressnews.ge

2015.02.03


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006