logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    აივ/შიდსის და ტუბერკულოზის სფეროში სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი

აივ/შიდსის და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი გაიმართა დღეს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში. ღონისძიების ორგანიზატორი აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ხელმძღვანელობს.
ფორუმის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციების, ტუბერკულოზითა და შიდსით დაზარალებული მოსახლეობის უფრო აქტიური ჩართვა საგრანტო განაცხადების მომზადების სამუშაო პროცესში, მათი მოსაზრებების, საჭიროებების გათვალისწინება და შიდსის და ტუბერკულოზის საპასუხო ღონისძიებებში ფართო ჩართულობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა.
ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო წარმოადგენს ერთიან მაკოორდინირებელ ორგანოს, რომლის მიზანია უზრუნველყოს საქართველოში სახელმწიფოს, გლობალური ფონდის და სხვა დონორების დახმარებით მიმდინარე აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის კოორდინირება სახელმწიფო დონეზე.
2003 წლისან დღემდე საქართველოში გლობალური ფონდიდან მიღებული დახმარებით განხორციელდა მალარიის აღმოფხვრისკენ მიმართული ეფექტური ღონისძიებები (ამჟამად ქვეყანა ელის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგზანიზაციის მიერ მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას), დაინერგა აივ/შიდსის და ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის, პრევენციის და მკურნალობის ეფექტური მექანიზმები.
ამჟამად ქვეყანაში მოქმედებს გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებულ ორი საგრანტო პროგრამა: ტუბერკულოზისა და შიდსის. აივ/შიდსის გრანტის განხორციელდება 2015 წლის დეკემბრამდე, ხოლო ტუბერკულოზის გრანტი - 2016 წლის ივნისამდე. გლობალურ ფონდთან თანამშრომლობის გაგრძელებისა და დამატებითი დაფინანსების მისაღებად ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობით დაიწყო განაცხადების (ე.წ. კონცეფციის დოკუმენტების) შემუშავება. განაცხადები ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური მონაწილეობისა და დიალოგის რეჟიმში მზადდება. სამთავრობო და არასამთავრობო, აგრეთვე დონორი ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები.

http://www.moh.gov.ge

2015.01.29


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006