logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანდაცვის სამინისტრო ტატუს სალონების შემოწმებას იწყებს

C ჰეპატიტის პრევენციის მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 300-მდე სტომატოლოგიური კლინიკა შეამოწმა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიამ C ჰეპატიტის პრევენციულ ზომებთან დაკავშირებით დღეს შუალედური შედეგები წარმოადგინა.
როგორც კვარაცხელიამ განაცხადა, თბილისში შემოწმდა 300-მდე კლინიკა, მათგან 29 კლინიკა ყოველგვარი შეტყობინების გარეშე მუშაობს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლები მივიდნენ სტომატოლოგიურ კლინიკებში და მათ კითხვარები დაუტოვეს, რომელიც ეხება არა სალიცენზიო პირობებს, არამედ ინფექციურ კონტროლთან დაკავშირებული საკითხების გამორკვევას. კერძოდ, რა ღონისძიებები აქვთ გასატარებელი სტომატოლგიურ კლინიკებსა და კაბინეტებს, რათა C ჰეპატიტის პრევენცია მოხდეს.
მინისტრის მოადგილემ საუბრისას აღნიშნა, რომ სტომატოლოგიურ კლინიკებსა და კაბინეტებს მიეცათ ორთვიანი ვადა, რათა შენიშვნები გამოასწორონ. შემდგომ კი შესაძლოა, მათ მიმართ გარკვეული რეგულაციები ამოქმედდეს.
კვარაცხელიას ინფორმაციით, ხვალ გამოიცემა მინისტრის ბრძანება, რომელიც სტომატოლგიური კლინიკებისა და კაბინეტების მონიტორინგს ითვალისწინებს. ასევე მან აღნიშნა, რომ დღეისთვის რეგულაციები არ მოქმედებს. საჯარიმო სანქციების დასაწესებლად კანონმდებლობაში ცვლილებებია გასატარებელი, რისთვისაც შესაბამისი კანონპროოქტით პარლამენტს მიმართავენ.
ვალერი კვარაცხელიამ პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრა ტატუს გაკეთებისა და სილამაზის სალონების შესახებაც და აღნიშნა, რომ იგივე პროცესი შეეხება აღნიშნულ ობიექტებსაც.
როგორც მინისტრის მოადგილემ, აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებენ, რომ მოხდეს ტატუსა და სილამაზის სალონების ზუსტი აღრიცხვა და მათი კონტროლი.
ვალერი კვარაცხელიამ დასძინა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლები ასევე დაიწყებენ გაცნობით ვიზიტებს ასეთ სალონებში. კერძოდ დატოვებენ კითხვარს ინფექციური კონტროლის თვალსაზრისით სიტუაციის შესასწავლად.
მისივე თქმით, მინისტრის ბრძანება გამოიცემა ასევე ტატუსა და სილამაზის სალონებში მონიტორინგის განსახორციელბლად და გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციები და საჯარიმო სანქციები მათთვისაც იქნება გათვალისწინებული. აღნიშნული სალონები ორი თვის შემდეგ კიდევ ხელმეორედ გადამოწმდებიან, თუ რამდენად გამოასწორეს შენიშვნები.

http://www.interpressnews.ge

2015.01.28


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006