logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    კლინიკა „ლანცეტი" იხურება

კლინიკა „ლანცეტი" იხურება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კლინიკა ფინასური პრობლემები აქვს და ამის გამო ნაწილ-ნაწილ იყიდება.
თანამშრომელთა თქმით, მათ 2014 წლის ოქტომბრის ხელფასიც კი არ აუღიათ. კლინიკის ადმინისტრაცია მათთან თავს იმით იმართლებს, რომ მენეჯმენტს  არ აქვს საშუალება, თუმცა კლინიკაში პაციენტების საკმარისი რაოდენობაა.
კლინიკა „ლანცენტის" გენერალური მენეჯერი რამილია ალიევა აცხადებს, რომ კლინიკის დახურვასთან ან მის გაყიდვასთან დაკავშირებული საუბრები არაადექვატურია და სიმართლეს არ შეესაბამება.
მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებები საყოველთაო დაზღვევის სისტემაზე არიან დამოკიდებული, შედეგად, შესრულებული სამუშოებისთვის ფინანსების ჩარიცხვა ჯანდაცვის სამინისტროდან ხდება. ალიევა აცხადებს, რომ აქედან გამომდინარე, შესრულებული სამუშოების ანაზღაურება ხდება მაშინ, როცა სამინისტრო თანხას ჩარიცხავს.
ალიევა აქვე განმარტავს, რომ ხელფასების დაგვიანება ახლადგახსნილი კლინიკისთვის ნარმალურია, თუმცა არ ადასტურებს, რომ კლინიკა პაციენტების ნაკლებობას უჩივის. მისი თქმით, კლინიკას ოქტომბრის ხელაფსების გაცემა უკვე დაწყებული აქვს და თუ ვინმეს მსგავსი სისტემა არ აკმაყოფილებს, შეუძლია წავიდეს.
ალიევა აცხადებს, რომ თანამშრომლებთან დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ შესრულებული სამუშაოს ჩაბარებიდან 45 დღის განამვლოაბში მიეცემათ ანაზღაურება.
„თუ ვინმეს არ უნდა მუშაობა და არ აკმაყოფიელბს ის პირობები,როემლიც ჩვენ გვაქვს კანონით შეთავაზებული ხელშეკრულების სახით, განცხადება დაწეროს და წავიდეს. სამედიცინო დაწესებულებებისთვის ხელფასის 45 დღის დაგვიანება ახალი ამბავი არ არის. ახალი სტრუქტურისთვის ხელფასების დაგვიანება საკმაოდ ნორმალურია",-აცხადებს ალიევა.
„მედიცინის პროფკავშირების" იურისტი რაისა ლიპარტელიანი აცხადებს, რომ „ლანცეტი" მათი წევრი ორგანიზაცია არ არის. მომართვიანობის შემთხვევაში მათ დახმარებას აღმოუჩენენ. თუმცა განმარტავს, რომ ხელშეკრულებაში 45 დღიანი ჩანაწერის არსებობა უკანონოა.
ლიპარტელიანი აცხადებს, რომ "შრომის კოდექსში" არსებობს დათქმა, რომ არ შეიძლება ხელშეკრულება შრომის კოდექსით დადგენილ წესს აუარესებდეს. შრომის კოდექსის 32-ე მუხლი ამბობს, რომ ადამიანმა თვეში ერთხელ უნდა მიიღოს შრომის ანაზღაურება. მისი თქმით, შრომის კოდექსი ყოველი დღის გადაცილებაზე 0.07 პროცენტის გადახდასაც ითვალისწინებს.

კლინიკა „ლანცეტი" 2014 წლის მაისში გაიხსნა. ქართულ-აზერბაიჯანული მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკა „ლანცეტში" მაშინ აცხადებდნენ, რომ ის არის ერთადერთი სამედიცინო ცენტრი კავკასიაში, რომელიც მოიცავს ყველა მიმართულებას, გარდა ფსიქიატრიისა და ჩატარდება ისეთი ურთულესი ოპერაციები, რომლებიც რეგიონის მასშტაბით დღემდე არ კეთდებოდა. კლინიკის პიარისა და მარკეტინგის სამსახურის მაშინდელი უფროსი დავით მესხიშვილი აცხადებდა, რომ საავადმყოფო ულტრათანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი.
მისი თქმით, 10-სართულიანი სამედიცინო ცენტრი 200 საწოლისგან შედგება, რომელიც 15 საოპერაციო ბლოკს მოიცავს. კლინიკაში ფუნქციონირებს 7 დამოუკიდებელი ლიფტი, სადღეღამისო აფთიაქი და კაფეტერია.
„ლანცეტის" სახურავზე სპეციალური ადგილი მოეწყობა, სადაც საგანგებო და გადაუდებელი შემთხვევების დროს ვერტმფრენის მიღება იქნება შესაძლებელი, კლინიკას ასევე მოემსახურება საკუთარი სასწრაფო დახმარების ავტომანქანა, ეზოში გამართულია 300 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი, ფუნქციონირებს შადრევანი. კომპლექსში ასევე შედის 40-ნომრიანი სასტუმრო, სადაც უცხოელი ექიმები და პაციენტები იცხოვრებენ.
„ლანცეტის" მშენებლობასა და ინვენტარიზაციაში 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. დავით მესხიშვილი 2014 წლის მაისში აცხადებდა. რომ კლინიკის მფლობელი საქართველოს მოქალაქე, საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუნღალოში დაბადებული ფარმან ჯეირანლია, რომელიც პროფესიით ექიმია და ბიზნეს საქმიანოაბას აზერბაიჯანსა და რუსეთში ეწეოდა.

სოფო ქსოვრელი

2015.01.26


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006