logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება შესაძლოა გარკვეული მედიკამენტების ფასებზეც აისახოს

ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება შესაძლოა გარკვეული მედიკამენტების ფასებზეც აისახოს. აღნიშნული შინაარსის განცხადებას ფარმაცევტული კომპანია PSP-ს დამფუძნებელი, კახა ოქრიაშვილი აკეთებს.
თუმცა იგი განმარტავს, რომ ფასი 2-დან 5%-მდე მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ ლარის კურსმა 2.00-იან კურსს გადააჭარბა.
მისივე თქმით, ფარმაცევტული ბაზარი მარაგდება როგორც ევროთი, ისე დოლარით შეძენილი პროდუქციით. შესაბამისად, გაძვირების შემთხვევაში მხოლოდ დოლარით შეძენლი მედიკამენტების ფასი აიწევს. ოქრიაშვილს მაგალითად ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი - სუპრასტინი და პანანგინი, მოჰყავს და აცხადებს, რომ ორივე მათგანი დოლარითაა შეძენილი.
„PSP ამჟამად ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მომწოდებლებისგან დამატებითი ფასდაკლებები მიიღოს. ეს მუდმივი, ყოველდღიური ბრძოლაა. ჩვენი დირექტორი წერს კომპანიის სათანადო მენეჯერს, უხსნის, რომ დოლარში ფასები იზრდება და შესაბამისად იზრდება ფასი ლარშიც. ასევე ეუბნება, რომ მათი კონკურენტები, რომლებიც პროდუქტს ევროში გვაწვდიან, ფასს არ ცვლიან. შესაბამისად, ფასი არაკონკურენტუნარიანი ხდება და ვითხოვთ გარკვეულ ფასდაკლებას. ამაზე ზოგი კომპანია ახდენს რეაგირებას, ზოგი არა", - განაცხადა ოქრიაშვილმა.
მისივე განცხადებით, PSP ნაციონალური დისტრიბუტორია და ქვეყნის ფარმაცევტულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ ლარის კურსის გაუფასურების გამო ფასის აწევა არასწორია.
რაც შეეხება კიდევ ერთ ფარმაცევტულ კომპანიას - GPC-ს, მისი დირექტორი დავით კილაძე აცხადებს, რომ მედიკამენტები კურსის ცვალებადობის გამო არ გაძვირდება.
„ჩვენ ასეთი პრინციპით ვმუშაობთ და ამ პრინციპს ბოლომდე მივყვებით" - განაცხადა კილაძემ. გამოიწვევს თუ არა ეს კომპანიის დაზარალებას, კილაზე პასუხს თავს არიდებს.

http://commersant.ge

2015.01.23


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006