logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი რეანომობილები გადაეცა

თბილისის მერიის სსიპ „თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ ფილიალებს 12 ახალი რეანომობილი გადაეცა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ფილიალებისთვის სპეციალური აღჭურვილობის მქონე მანქანების გადაცემას თბილისის მერი დავით ნარმანია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი დაესწრნენ. თბილისის მერმა ჯანდაცვის მინისტრთან ერთად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობაც დაათვალიერა და ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
დავით ნარმანიას თქმით, ახალი რეანომობილები საჭიროების მიხედვით, დამატებითი, ან სარეზერვო ეკიპაჟისთვის იქნება გამოყენებული. მისივე თქმით, მანქანები აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტით, რაც აუცილებელია სწრაფი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისთვის. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, წელს დაგეგმილია დამატებით რამდენიმე რეანომობილის შეძენა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, რეანომობილები გამართულია საერთაშორისო სტანდარტებით. „მე თვითონაც ყოფილი სასწრაფო დახმარების ექიმი ვარ, თავად ვნახე ეს აღჭურვილობა და დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ასეთ მანქანაში“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.
„ფორდის“ მარკის ახალი რეანომობილები ევროპული სტანდარტების სპეციალური სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი, რომლის მეშვეობით პაციენტისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა კლინიკაში მიყვანამდეა შესაძლებელი.
12 ახალი რეანომობილის შესაძენად თბილისის ბიუჯეტიდან 708 000 ლარი გამოიყო.
დღეისთვის დედაქალაქს სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მედიკოსთა 93 ბრიგადა ემსახურება.

http://www.moh.gov.ge

2015.01.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006