logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა და მისი გამოწვევები საქართველოში" დისკუსია გაიმართება

15 იანვარს, ხუთშაბათს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მართავს დისკუსიას სახელწოდებით „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა და მისი გამოწვევები საქართველოში".

დისკუსია იმართება პროექტის "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება " ფარგლებში.როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზაციიდან აცნობეს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020" მოიცავს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელებას.

დისკუსია დაეთმობა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის პირველადი შედეგების საფუძველზე მისი საშუალო და მოკლევადიანი გამოწვევების განხილვას დასახელებულ სტრატეგიასთან მიმართებაში.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო, საერთაშორისო, პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის სხვა სპეციალისტები.

ძირითადი მომხსენებლები იქნებიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს" დირექტორიი გაიოზ თალაკვაძე, რომლებიც შეეხებიან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის პირველად შედეგებს, დევი ხიჩნაშვილი, რომელიც შეაფასებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამას კერძო სადაზღვევო სექტორის გადმოსახედიდან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორითენგიზ ვერულავა, რომელიც ისაუბრებს საქართველოში სოციალური დაზღვევის კონკურენტული სადაზღვევო მოდელის არსებობის პერსპექტივების შესახებ.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) ბრემენის უნივერსიტეტთან ერთად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს პროექტს: "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (ZigB)" (https://idfi.ge/ge/strategic-plan-georgia-2020). პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალურად ფართო სპექტრის დაინტერესების გამოწვევასა და მათი ცოდნის გაღრმავებას, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილებით დამტკიცებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო - 2020"-თან დაკავშირებით, რათა ისინი მომავალში უფრო აქტიურად ჩაერთონ საჯარო განხილვების პროცესში.

http://ghn.ge

2015.01.14


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006