logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დავით სერგეენკო: "სახელმწიფო მთლიანად მიხედავს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის ჯანმრთელობას"

სახელმწიფომ მაღალმთიან რეგიონებში არსებული სამედიცინო ცენტრები კერძო კომპანიებისგან გამოისყიდა.

"საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება 9 რაიონში მოქმედ სამედიცინო ცენტრის გამოსყიდვაზე. დღეისთვის ყველა პროცედურა დამთავრებულია ოთხ რაიონში, ეს არის: ამბროლაური, ონი, ცაგერი და მესტია.საუბარია სადაზღვევო კომპანია „აისი ჯგუფის“ სამედიცინო ცენტრების გამოსყიდვაზე. რაც შეეხება „ჯიპიაი“ ჰოლდინგისა და „ირაოს“ სამედიცინო ცენტრებს, რომელიც მდებარეობს თიანეთში, წალკაში, ყაზბეგში, თეთრიწყაროსა და ბაკურიანში, გადაწყვეტილება აქაც მიღებულია, მაგრამ პროცედურები დამთავრებული არ არის. ეს საკითხი უახლოეს პერიოდში მოგვარდება.

მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობა აცხადებს, რომ მათთვის მთავარი არა გამოსყიდვის, არამედ საავადმყოფოების ნორმალურად ფუნქციონირების საკითხის მოგვარებაა. მათი თქმით, წლების განმავლობაში მათ ფაქტობრივად სამედიცინო მომსახურება არ ჰქონდათ. რატომ მიიღო ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება, რამდენი სამედიცინო ცენტრის გამოსყიდვა მოხდა, რა არის დაგეგმილი სამომავლოდ და როგორ მოგვარდება ის პრობლემები, რაზეც მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობა საუბრობს?

დავით სერგეენკო: "იმისთვის რომ ჩამოვაყალიბოთ რა იქნება სამომავლოდ, კარგად უნდა გავითვალისწინოთ, რა პრობლემებიც გვქონდა რეგიონულ საავადმყოფოებში და რატომ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. ეს საავადმყოფოები იმყოფებოდა კერძო მფლობელობაში და არსებული საინვესტიციო ხელშეკრულებები არ ავალდებულებდა მათ სრული სიმძლავრით აემუშავებინათ ისინი, ამიტომ მხოლოდ მცირე ამბულატორიული სერვისები ფუნქციონირებდა, დანარჩენი სერვისები ფაქტობრივად პარალიზებული იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი წლის განმავლობაში ძალიან მძიმე მოლაპარაკებები გვქონდა. ეს საავადმყოფოები რომ არ გაჩერებულიყო, გავზარდეთ სპეცდაფინანსება, შეგნებულად მივდიოდით თანხების საკმაოდ დიდი რაოდენობის გადახდაზე, ოღონდ იქაურ მოსახლეობას საფრთხე არ შექმნოდა. საბოლოო ჯამში შევთანხმდით, რომ რადგან კერძო კომპანიებისთვის ეს ბიზნესი წამგებიანი იყო და მათ ვალდებულებებიც არ ჰქონდათ გაწერილი, უნდა გადმოსულიყო სახელმწიფოს მფლობელობაში. სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს თავისი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, მართვაში უკვე გადმოეცა სახელმწიფოს, ძველი დავალიანებები ამ კლინიკების მიმართ დაიფარება კერძო მმართველების მიერ უახლოეს პერიოდში. მაღალმთიან რეგიონებში, მოსახლეობას ექნება ის სერვისები და სამედიცინო სახმარება, რომელიც მათ ჯანმრთელობას უზრუნველყოფს უსაფრთხო დონეზე.

http://www.interpressnews.ge

2014.12.29


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006