|
|
|
|
დავით სერგეენკო - წარუმატებელი იყო და ჩვენ მეტი უნდა გაგვეკეთებინა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის
|
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო სამინისტროს წარუმატებლობად სამედიცინო მომსახურების ხარისხის განუვითარებლობას მიიჩნევს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 2014 წელს საქართველოს მთავრობის წარმატებულ და წარუმატებელ პროექტებზე კომენტარისას განაცხადა, რომ მთლიანად მთავრობის წარმატებულ და წარუმატებელ პროექტებზე საუბარი გაუჭირდება. მისივე შეფასებით, რამდენიმე წარმატებული პროექტი განხორციელდა სოფლის მეურნეობაში, განათლებაში, ასევე სასჯელაღსრულების ჯანდაცვის სისტემაში. "ცალსახად გამორჩეული იყო რეფორმები და ჩვენ შეხება გვქონდა სასჯელაღსრულების ჯანდაცვის სისტემაში. დიდი წარმატებები, რომლის მთავარი რეალიზაცია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაში გამოიხატა. ასე, რომ წარმატებული ბვვრი იყო და ცალკე გამოყოფა გამიჭირდება. მე შემიძლია წარუმატებელ პროექტებზე ვისაუბრო იმ სამინისტროში, რომელსაც ვხელმძღვანელობ. ალბათ წარუმატებელი იყო და ჩვენ მეტი უნდა გაგვეკეთებინა ამ ორი წლის განმავლობაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
http://www.interpressnews.ge
2014.12.29
|
|
|
|
|
|