logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის კონტროლი

ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის აღსრულებისა და შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ ფარმაცევტული ბაზრის კონტროლის ღონისძიებების განხორციელების შედეგად გამოვლენილი იქნა 249 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი. შემოწმებული 249 დაწესებულებიდან, 131 ფაქტი დაფიქსირდა პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის დადგენილი წესების დარღვევაზე, რაც შეადგენს 53%-ს.
შემოწმებული 249 დაწესებულებიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" 34-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, 2014 წელს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში გამოვლენილი სამართალდარღვევის გამო, რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე, ავტორიზებული აფთიაქის მოწყობის ნებართვა გაუუქმდა 11 აფთიაქს.
ჩამორთმევას და განადგურებას დაექვემდებარა აღრიცხვის დადგენილი წესის დარღვევით არსებული, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე, ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, შენახვის პირობების დარღვევით არსებული და ვადაგასული 505045 ერთეული პირველი ჯგუფის და 245332 ერთეული მეორე და მესამე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტი.
2014 წლის 15 მარტიდან, ,,კოდეინის" შემცველი ფარმაცევტული პროდუქტი გადავიდა ნარკოტიკული საშუალებების ნუსხაში, ხოლო ეფედრინის, ფსევდოეფედრინისა და ნორეფედრინის შემცველი საშუალებები ფსიქოტროპულ ნივთიერებათა ნუსხაში, შედეგად ფარმაცევტულ დაწესებულებებში აღარ გვაქვს მათი უკანონო მიმოქცევა, ამასთან, სამართალდამცავი ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაციით, 95% შემცირებულია კუსტარული ნარკოტიკული საშუალებების - ,,დეზომორფინი" (,,ნიანგი") და ,,ამფეტამინები" (,,ვინტი", ,,ჯეფი") მოხმარების გამოვლენა.
2014 წლის იანვარში, რეკლასიფიკაციის შედეგად მეორე ჯგუფიდან პირველ ჯგუფში გადავიდა 6 ნივთიერების (გაბაპენტინი, ბაკლოფენი, ტროპიკამიდი, ზალეპლონი, ზოპიკლონი და დექსტრომეტორფანი) შემცველი სამკურნალო საშუალებები. შედეგად, მათი იმპორტი, გასულ წელთან შედარებით შემცირებულია 70%-ით, შესაბამისად, შემცირებულია მათი უკანონო არხებში გადინებაც.

http://www.moh.gov.ge

2014.12.29


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006