8 დეკემბერს სისხლის ბანკს, ჩეხეთის მთავრობის დახმარებით გადაეცა ძვირადღირებული აპარატურა, ამავე დღეს უცხოელი ექპერტებისა და ქართველი ექიმების ერთობლივი მონაწილეობით, პერიფერიული სისხლიდან გამოყოფილ იქნა ღეროვანი უჯრედები. უახლოეს მომავალში, ამ მეთოდით მიღებული ღეროვანი უჯრედებით, დაინერგება სხვადასხვა მძიმე დაავადების მკურნალობა.
ამავე აპარატით დაიწყო ევროპული სტანდარტების მქონე სისხლის კომპონენტების დამზადება, როგორიცაა: თრომბოკონცენტრატი, ლეიკორედუცირებული ერითრომასა და ა.გ.პ.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: www.blood.com.ge