ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ 100-ზე მეტი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა, მათ შორის პროფესიული საქმიანობის შეჩერების საკითხიც.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში შესულ 200-მდე საჩივარზე 400-მდე საექსპერტო დასკვნა მომზადდა, რის საფუძველზეც ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ინფორმაციით, კაჭრეთის სასტუმრო „ამბასადორში“ გაერთიანების გასვლითი კონფერენციაც მოეწყო. კონფერენცია 2014 წელს გაერთიანების მიერ გაწეული მუშაობის შეჯამებასა და სამომავლო გეგმების წარდგენას დაეთმო. ღონისძიებაზე ქვეყანაში კლინიკური მართვის პროტოკოლების შემუშავების გაგრძელების საკითხიც განიხილეს.