|
|
|
|
საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრში შეხვედრა გაიმართება
|
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში დღეს თბილისის ქალთა კონსულტაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართება. როგორც საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრიდან იტყობონებიან, მათი ცენტრი ქალთა კონსულტაციებთან ფართომასშტაბიან თანამშრომლობას აპირებს. სამედიცინო ცენტრის სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პლატონ მაჭავარიანის ინფორმაციით, კლინიკაში მიწვეულები არიან თბილისის ქალთა კონსულტაციების ხელმძღვანელები, სადაც საუბარი კორპორატიულ ურთიერთანამშრომლობასა და ქალთა კონსულტაციების მედიკოსების ტრენინგების გავლის საკითხებს შეეხება. პლატონ მაჭავარიანის თქმით, გარდა ზემოთ აღნიშნულისა მოლაპარაკების საფუძელზე ფეხმძიმე ქალს საშუალება მიეცემა საპატრიარქოს კლინიკაში მშობიარობას ქალთა კონსულტაციის პირადი ექიმი დაასწროს და პოსტ-მშობიარობის პროცესში სრულად ჩართოს.
http://www.interpressnews.ge
2014.12.19
|
|
|
|
|
|