|
|
|
|
თბილისში კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების კონფერენცია გაიმართება
|
სასტუმრო "ჰოლიდეი–ინ"-ში დღეს კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების მე–3 საერთაშორისო შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება. როგორც კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოებიდან იტყობინებიან, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ონკოლოგიის დარგში მომუშავე ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც განიხილავენ თანამედროვე მეცნიერების მიდგომებს ონკოლოგიასთან მიმართებით; გაეცნობიან ქართველი და უცხოელი ექიმების პრაქტიკული და სამეცნიერო საქმიანობის მიღწევებს; შეაჯამებენ საზოგადოების მიერ 2014 წელს განხორციელებულ საქმიანობას; შეეხებიან საქართველოს ონკოლოგიის სფეროში მომუშავე დაწესებულებების 2014 წლის წარმატებებს; ასევე წარმოადგენენ თურქეთის და ჰოლანდიის კლინიკების გამოცდილებას ონკოდაავადებათა მკურნალობაში. "ასეთი შეხვედრები შესაძლებლობას აძლევს საქართველოს გამოცდილ და წამყვან ონკოლოგებს წარმოადგინონ საკუთარი მიღწევები, ხოლო ახალგაზრდა და დამწყები სპეციალისტებისათვის საუკეთესო საშუალებაა პროფესიული ზრდისათვის. რაც მთავარია, ყოველივე ზემოაღნიშნული ქართველ ონკოლოგებს საშუალებას მოგვცემს გავაუმჯობესოთ ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის როგორც ხელმისაწვდომობა, ისე ხარისხი," - აცხადებს კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების თავმჯდომარე, ჟურნალ "კლინიკური ონკოლოგიის" რედაქტორი, პროფესორი რემა ღვამიჩავა.
http://www.interpressnews.ge
2014.12.19
|
|
|
|
|
|