logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამა

დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამაში განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა 31 დეკემბერია. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა.
პროგრამა ითვალისწინებს მაღალმთიანი და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებისათვის, დეფიციტურ და პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში მაძიებელთა შერჩევას 8 საექიმო სპეციალობაში: 
• ზოგადი ქირურგია
• ანესთეზილოგია და რეანიმატოლოგია 
• მეანობა-გინეკოლოგია 
• შინაგანი მედიცინა 
• პედიატრია 
• გადაუდებელი მედიცინა 
• ნეონატოლოგია 
• საოჯახო მედიცინა
მათ პროფესიულ მზადებას სრულად დააფინანსებს სახელმწიფო. პროექტში მონაწილეობის უფლება აქვთ საექიმო სპეციალობის მაძიებლებს, რომლებსაც წარმატებით აქვთ ჩაბარებული ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა (მათ შორის, იმ მაძიებლებს, რომლებსაც დაწყებული აქვთ დიპლომისშემდგომი განათლება აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებში/სასწავლებლებში). შერჩევის პროცესში ჩართული იქნება აღნიშნული კატეგორიის ყველა მსურველი, მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა. მაძიებელთა მომზადება განხორციელდება შესაბამისი აკრედიტაციის მქონე სამედიცინო სასწავლებლების/დაწესებულებების კლინიკურ ბაზებზე. შერჩეულ პირებთან გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შემდეგ - მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში დასაქმებას 3 წლით.
პროგრამის მიზანია, დიპლომისშემდგომ განათლებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა და მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში სამედიცინო სერვისების შენარჩუნება და მათი უწყვეტობის უზრუნველყოფა. სულ გათვალისწინებულია 40 ვაკანსია. 
დღეის მდგომარეობით, სულ შემოტანილია 3 განცხადება. სამინისტრო მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, არ გამოტოვონ ეს შანსი და შემოიტანონ განაცხადი 31 დეკემბრამდე.

http://www.moh.gov.ge

2014.12.19


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006