logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის რიგით მეშვიდე სხდომა გაიმართა. 
შსს-ს ინფორმაციით, კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. სახელმწიფო კომისია ყოველთვიურად იკრიბება და მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს შესაბამისი კანონმდებლობის იმპლემენტაციასა და საქართველოში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
უწყებებმა სხდომაზე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარება შეაფასეს. აღინიშნა, რომ კანონმდებლობის აღსრულება ეფექტურად მიმდინარეობს და შეინიშნება კლების აშკარა ტენდენცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, 2014 წლის ნოემბერში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის მაჩვენებელი, წინა თვეების მსგავსად, მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, ნოემბრის თვეში საზღვარზე ე.წ. ბიონარკოტიკის უკანონო შემოტანის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
სახელმწიფო კომისიის სხდომაზე სათანადო ყურადღება დაეთმო საქართველოში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე მეორე ყოველკვარტალური ანგარიშის პროექტის განხილვას. ანგარიშის პროექტი მომზადდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, კომისიის საქმიანობაში ჩართული უწყებების მხრიდან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და "ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე. კანონის მოთხოვნათა დაცვით, ანგარიში ექვემდებარება გამოქვეყნებას შსს-ს ოფიციალურ საიტზე, ნარკოპოლიტიკის ვებ-გვერდზე, რაც მიზნად ისახავს სახელმწიფო კომისიის საქმიანობის გამჭვირვალობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მოსახლეობის წინაშე კომისიის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას.
სახელმწიფო კომისიის სხდომაზე აგრეთვე განიხილეს გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC) 2013 წლის კითხვარი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ და, სხდომაში მონაწილე უწყებებთან შეთანხმებით, განისაზღვრა სამომავლო გეგმები საქართველოს მიერ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ნაკისრი მოვალეობების უკეთ შესრულების უზრუნველყოფის მიზნით. კომისიის წევრებმა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განიხილეს 2015 წლის აპრილში დაგეგმილი კონფერენცია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების თემატიკაზე, რომლის ორგანიზებას განახორციელებს ნარკოტიკებისა და ნარკომანიის ევროპული მონიტორინგის ცენტრი (EMCDDA) და უმასპინძლებს საქართველო. 
სახელმწიფო კომისიის წევრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლაში უწყებათაშორისი მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა და მორიგ შეხვედრაზე განსახილველი საკითხები შეაჯამეს.

http://www.interpressnews.ge

2014.12.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006