logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მედიკოსებმა ბავშვთა დღე აღნიშნეს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს მედპერსონალმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" სპეციალური მიღება გამართა. საღამოს, მედიკოსებთან ერთად, გამოჩენილი სახეებიც ესწრებოდნენ.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურმა საავადმყოფომ, რომელიც რესპუბლიკაში წამყვანი კლინიკაა, 1977 წელს დაიწყო არსებობა. 70-იანი წლებიდან მოყოლებული, იაშვილის კლინიკა პატარა პაციენტებს ერთგულად ემსახურება. სტატისტიკური მონაცემებით, 1977-78 წლებში აქ მკურნალობის კურსს წელიწადში სამი ათასამდე პაციენტი გადიოდა, 2006 წლის მონაცემებით კი, ეს რაოდენობა 16 ათასამდე გაიზარდა. დღეისთვის კლინიკაში 383 საწოლია.
"ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გვინდოდა დაგვეფიქსირებინა, რომ რესპუბლიკაში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვას ახორცილებს ჩვენი კლინიკა. სახელმწიფოსთან ერთად გვყავს უამრავი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორიც არის "სოკო" სანდრა რულოვსის ხელმძღვანელობით, ბადრი პატარკაციშვილის ფონდი და სხვა მრავალი მეგობარი ორგანიზაცია. გვინდა, დღევანდელი აქციით კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა ჩვენს პარტნიორებს და აღვნიშნოთ, რომ ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია," - აღნიშნა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინო თოთაძემ.
ამჟამად კლინიკაში 25 განყოფილება ფუნქციონირებს. სამომავლოდ აქ ენდოკრინოლოგიური და ოფთალმოგიური სამსახურის დამატებაც იგეგმება. ცოტა ხნის წინ კი, ონკოჰემატოლოგიური განყოფილება გაიხსნა.
აღსანიშნავია, რომ სამ წლამდე ბავშვებისთვის იაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობა უფასოა, ხოლო 3-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის თანადაფინანსების პროგრამა მოქმედებს.
იაშვილის სახელობის კლინიკის მიღწევებზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირაკლი გიორგობიანმაც ისაუბრა. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა ზოგადად ბავშვთა ჯანმრთელობის პრობლემებს საქართველოში.
გიორგობიანის თქმით, თბილისში ბავშვთა 4 საავადმყოფოა. სამომავლოდ ამ საავადმყოფოების ოპტიმიზაცია იგეგმება. "ზოგადად ჯანდაცვის სექტორის რეფორმასთან დაკავშირებით, ბავშვთა ახალი საავადმყოფოების აშენებაც იგეგმება. აშენდება ახალი განყოფილებები, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან თანამედროვე ტექნოლოგიებით. ამისთვის მიმდინარეობს ექიმების გადამზადება სხვადასხვა ქვეყნებში, რაც მათი კვალიფიკაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს," - განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა.
მისივე განმარტებით, 2008 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრო 40-მდე ინსტიტუციის მისაღებად ემზადება. ბავშვთა სახლები აქამდე განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, ამიერიდან კი მათი კურატორი ჯანდაცვის სამინისტრო იქნება. გამოცდილების გასაზიარებლად ორივე სამინისტროს წარმომადგენლები ივნისის ბოლოს შოტლანდიაში გაემგზავრებიან.
როდესაც ქვეყანაში ბავშვთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ, განსაკუთრებული ყურადღება, ალბათ, შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებს უნდა მიექცეს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, 2008 წელს ამ კატეგორიის ბავშვების მომსახურებისთვის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გიორგობიანის თქმით, წელს იაშვილის კლინიკაში სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის სერიოზული ოპერაციები გაკეთდა. რამდენიმე ბავშვი ოპერაციის შედეგად აბსოლუტურ სიყრუეს გადაურჩა. პროგრამა შვედებთან ერთად განხორციელდა.

თამარ დვალი

http://www.24saati.ge

2007.06.04


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006