logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მარტოხელა დედებს და ქორწინებაში არმყოფ ქალებს სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვის შვილად აყვანა აეკრძალებათ

ხელისუფლება მარტოხელა და ქორწინებაში არმყოფი ქალებისთვის სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვების შვილად აყვანის აკრძალვას აპირებს. ასევე იგეგმება სუროგაციის პროცესში სხვა ქვეყნის მოქალაქეების ჩართვის აკრძალვა, მაგალითად ქართველ სუროგატს არ შეეძლება შვილის გაჩენა პაკისტანელისთვის და პირიქით. 

მსგავსი შეზღუდვები "სუროგაციის შესახებ" კანონის პროექტშია გაწერილი, რომელზეც მთავრობა მუშაობს, პროცესში ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროები არიან ჩართულები. სამინისტროების მიზანი სუროგაციის შესახებ საკანონმდებლო ჩარჩო კანონების შემუშავებაა.

კანონპროექტი უკვე არსებობს. სამუშაო ჯგუფმა სპეციალისტებს ის რამდენიმე კვირის წინ წარუდგინა. განხილვაზე ექიმ-სპეციალისტებმა საკუთარი შენიშვნები დააფიქსირეს. ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი სწორედ ის მუხლი აღმოჩნდა, რომელიც სამოქალაქო ან ეკლესიურ ქორწინებაში მყოფ ან მარტოხელა დედებისათვის  სუროგაციას კრძალავს.

რეპროდუქტოლოგ არჩილ ხომასურიძეს, რომელიც განხილვებში მონაწილეობდა, მიაჩნია, რომ მსგავსი აკრძალვა ადამიანის ელემენტარულ უფლებებს ეწინააღმდეგება და მისი კანონში დატოვება დაუშვებელია.

„როგორ შეიძლება შეიზღუდოს ან აეკრძალოს მარტოხელა ან გაუთხოვარ დედას, იყოლიოს შვილი? მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ქორწინების თემაც- რა იგულისხმება ამ შემთხვევაში მასში - რას ნიშნავს? აუცილებლად მმატჩის ბიუროში უნდა იყოს ბეჭედდარტყმული? თუ ეკლესიაში ჯვარდაწერილი? იქნებ საერთოდ არ ჰყავს ქმარი ქალს, რა დააშავა ამ ადამიანმა? ყველა ქალს უნდა ჰქონდეს ამ პროცედურით სარგებლობის საშუალება“,- აცხადებს არჩილ ხომასურიძე.

რატომ გადაწყვიტეს კანონპროექტის ავტორებმა, რომ სუროგაციით სარგებლობის საშუალება მარტოხელა დედებსა და ქორწინებაში არმყოფი ქალებისთვის აეკრძალათ, უცნობია.

კანონპროექტის ეს ჩანაწერი, შესაძლოა, რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივასაც უკავშირდებოდეს, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში უნდა ჩაწერილიყო, რომ ოჯახი არის მამაკაცისა და ქალის ერთობა. 

რაც შეეხება კანონპროექტის სხვა მუხლებს, არჩილ ხომასურიძის თქმით, ასევე არ შეიძლება სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიერ ქართველი სუროგატი დედის მომსახურების აკრძალვა და პირქით.

რეპროდუქტოლოგის განმარტებით, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სუროგაცია ხელს უწყობს ხელოვნურ შერჩევას და შთამომავლობით გარდამავალი დაავადებების გავრცელებას, რაც არასწორია.

„რეალურად ხელოვნური შერჩევა ყოველთვის იძლევა უკეთეს შთამომავლობას. სამეცნიერო განათლება არ სჭირდება იმის ცოდნას, რომ ნარევი ბავშვები ყოველთვის უკეთესები იბადებიან, როგორც ფიზიკურად, ასევე ჯანმრთელობის მხრივ. კანონპროექტში შეზღუდული იყო, რომ არ შეიძლება სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ სუროგაციაში ჩაბმული, რაც ასევე არასწორად მიმაჩნია“,- აცხადებს ხომასურიძე.

კანონპროექტის მიხედვით, სავალდებულოა, რომ ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად მიღებული ყველა ემბრიონი საშვილოსნოში გადაიტანონ, შესაბამისად დაიბადოს იმდენი ბავშვი, რამდენიც განაყოფიერდება.

არჩილ ხომასურიძე კი, მიიჩნევს, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ მშობლებს უნდა ჰქონდეთ. მისი თქმით, ინ ვიტრო განაყოფიერების დროს (თუნდაც სუროგატი დედის შემთხვევაში) თავად მშობელმა უნდა აირჩიოს, რამდენი შვილის გაჩენა სურს, დარჩენილი განაყოფიერებული კვერცხუჯრედები კი გაყინოს და სურვილის შემთხვევაში მოგვიანებით გამოიყენოს.

ხომასურიძე აცხადებს, რომ სუროგატ დედას და მამაკაცს, რომელიც სპერმის დონაციას ახდენს, კანონი შეზღუდვებს უწესებს. კანონის პროექტის მიხედვით, ქალსაც და მამაკაცსაც რეპროდუქციასთან დაკავშირებულ პროცედურებში ჩართვის უფლება მხოლოდ 2-3-ჯერ აქვთ.

რამდენჯერ შეიძლება ქალმა სუროგაციის გზით გააჩინოს შვილი და რამდენჯერ შეიძლება სპერმა გამოიყენონ დონაციისთვის, ხომასურიძის აზრით, ამის შესახებ გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს და კანონი არ უნდა აწესებდეს ზღვრულ ოდენობებს.

რეპროდუქტოლოგის განმარტებით, მამაკაცის სპერმის გამოყენებასთან დაკავშირებით სამინისტროების მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ერთი დონორის სპერმის ბევრჯერ გამოყენების შემთხვევაში ინცესტის საფრთხე ჩნდება. მიუხედავად ამისა, რეპოროდუქტოლოგს მიაჩნია, რომ ერთი ადამიანის სპერმის გამოყენება 5-ჯერ მაინც უნდა ხდებოდეს.

სპეციალიტის უკმაყოფილებას იწვევს კიდევ ერთი მუხლი, რომლის მიხედვითაც სუროგატი დედის მშობიარობის ადგილი მხოლოდ საქართველო უნდა იყოს. არჩილ ხომასურიძე ამბობს, რომ მშობიარობის ადგილი უნდა იყოს ნებისმიერი ქვეყანა და არა მხოლოდ საქართველო.

კანონით ჩნდება ახალი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოც, რომელსაც, რეპოროდუქტოლოგების აზრით, ძალიან გაფართოვებული ფუნქციები აქვს.

„იგი არ უნდა ერეოდეს სამედიცინო დაწესებულების ფუნქციებში; ჩემი აზრით, ამ უწყებამ უნდა გააკონტროლოს კანონის აღსრულება და არა ის, რომ ყველაფერში ცხვირი ჩაყოს - არ უნდა დაიწყოს გარკვევა ვინ არის სუროგატი, საიდან არის მოსული, მისამართი და ა.შ. პროცედურა არის კონფიდენციალური და არც სახელმწიფო და არც ეს ორგანო ადამიანის პირად პრობლემებში არ უნდა ერეოდეს. ასეთ საკითხებს უნდა წყვეტდეს თავად სამედიცინო დაწესებულება“,- აცხადებს ხომასურიძე.

მისივე თქმით, ძალიან ცუდია, რომ კანონში არ არის განსაზღვრული სუროგატი დედის და თავად ბავშვის უფლებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ სუროგატმა რამდენიმე წლის შემდეგ პრეტენზია გამოაცხადოს მის მიერ გაჩენილ ბავშვზე.

კანონპროექტით ხელისუფლება აპირებს გამეტების(სპერმა, კვერცხუჯრედი, ემბრიონი) ექსპორტისა და იმპორტის აკრძალვასაც. ამასთან დაკავშირებით, არჩილ ხომასურიძე ფიქრობს, რომ ამ მუხლთან დაკავშირებით დამატებით დაფიქრებაა საჭირო.

სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების თემა აქტიურად განხილვის საგანი საქართველოში საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს შემდეგ გახდა. ილია მეორემ ეპისტოლეში აღნიშნა, რომ ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული ბავშვები პრობლემატურები იქნებიან.

"შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში. პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა",- აღნიშნული იყო საშობაო ეპისტოლეში.

 

 

სალომე მეცხვარიშვილი

http://commersant.ge

2014.12.01


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006