logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველოში მშობიარეთა სიკვდილიანობამ იმატა: მომავალ დედათა 99% საჭირო სამედიცინო გამოკვლევას მხოლოდ დაორსულების შემდეგ იტარებს

სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოში მშობიარე ქალთა სიკვდილიანობამ იკლო. თუმცა, ეს მხოლოდ ციფრებით, რეალურად კი სურათი უფრო მძიმეა. როგორც ირკვევა სამშობიარო სახლის ექიმები გარდაცვლილ პაციენტთა რეალურ რიცხვებს მალავენ, შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ გარდაცვლილ მშობიარეთა რიცხვი არაზუსტია.
2005 წელს საქართველოში გარდაცვლილ მშობიარეთა რიცხვმა 10 შეადგინა. აქედან სიკვდილიანობის მეტი წილი (4) ორსულობის ადრეულ პერიოდში სისხლდენაზე მოდის.
2006 წელს გარდაცვლილ მშობიარეთა რიცხვმა 11 შეადგინა. სტატისტიკის დეპარტამენტს მათი სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით არ გააჩნია.
რა არის მშობიარეთა სიკვდილის მიზეზები. რა დროს უნდა მიმართოს ქალმა ექიმს და რამდენად მომზადებული ხვდებიან ქართველი ქალები ორსულობასა და მშობიარობას.
ექიმების განცხადებით, საქართველოში ორსულობათა 98-99% სპონტანური ორსულობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალის დაფეხმძიმება წინასწარი ოჯახური დაგეგმვის შედეგად პრაქტიკულად არ ხდება და მომავალი დედა შესაბამის სამედიცინო გამოკვლევებს მხოლოდ დაორსულების შემდეგ იტარებს.
შესაბამისად, დაავადებების მეტი წილი უშუალოდ ქალის ორსულობის დროს დგინდება, როცა ის ექიმს მიმართავს.
"როცა ქალი თხოვდება, ან პარტნიორთან ცხოვრობს, ორსულობამდე აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმ-გინეკოლოგს, რათა ყველანაირი სახის გამოკვლევა ჩაუტარდეს. შეიძლება წყლული, ანთება, ფიბრომა, ან ინფექცია ჰქონდეს, რასაც დაორსულებამდე უნდა უმკურნალოს. თუ ყველაფერი წესრიგში აქვს, ექიმი ნებას დართავს, რომ დაფეხმძიმდეს. ჩვენთან ასე არ ხდება. გამოკვლევებზე ძირითადად უკვე დაფეხმძიმებულები მოდიან, როდესაც ვერაფერს გააკეთებ იმისათვის, რომ მომავალში ეს ბავშვი ნორმალური დაიბადოს", - ამბობს N11 ქალთა საკონსულტაციოს მეან-გინეკოლოგი ჯულიეტა მაკაროვა.
მისივე თქმით, ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ქალები ამ მხრივ ინფორმაციულ ვაკუუმს განიცდიან.
"ჩემი აზრით, მასობრივი საშუალებებით საჭიროა ამის ახსნა-განმარტება, მოწოდება, რომ ქალი დაორსულებამდე მივიდეს ექიმთან, ჩაიტაროს საჭირო გამოკვლევა. როგორც ნარკომანიაზე, შიდსზე საუბრობენ და საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაცია აქვს, ისე ქალებს უნდა გავაგებინოთ, რომ გათხოვების შემთხვევაში გინეკოლოგთან ვიზიტი აუცილებელია, ორსულობის პერიოდში ზედმეტი გართულებების თავიდან აცილების მიზნით", - ამბობს ქ-ნი მაკაროვა.
მისივე თქმით, ორსულობის პერიოდში აღმოჩენილი დაავადებების მკურნალობა გაცილებით რთულია, ვიდრე ეს ორსულობამდე იყო შესაძლებელი.
საქართველოში ექოსკოპია მოდაში შემოვიდა. ქალი ჯერ ექიმთან უნდა მივიდეს, საჭიროების შემთხვევაში კი ექიმი თავად უშვებს ექოსკოპიაზე. არადა ისეთ დაავადებებს, როგორიც არის წყლული, გამონადენი, ტრიხომონა - ამას ექოსკოპია არ აჩვენებს.
როდესაც ქალი საკეისროს იკეთებს, სულ მცირე ორი წელი მისი დაორსულება ან აბორტი არ შეიძლება, რადგან საშვილოსნომ უნდა დაისვენოს. ჩვენთან კი ერთ ბავშვს მეორეს მიაყოლებენ ხოლმე. ექიმის გაფრთხილების მიუხედავად, ქალების უმრავლესობა ამ მითითებას არ ასრულებს. ამ შემთხვევაში ქალის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. საკეისრო მოდაში შემოვიდა. საჭიროა თუ არა, მაინც საკეისროს იკეთებენ. ეს სწორი არ არის. სჯობს ქალმა ბუნებრივი გზით იმშობიაროს, თუ ფიზიოლოგიური მშობიარობის უკუჩვენება არა აქვს.
"ახალგაზრდების უმეტესობას საშვილოსნოს ტონუსი აქვს მომატებული. ამას ემოციები, ინფექცია, გრიპი, ნერვიულობა იწვევს, ან ქალები სქესობრივად არ ფრთხილობენ", - ამბობს ქ-ნი მაკაროვა.
მისივე თქმით, სასურველია ორსულობის დაგეგმვა, რაც ზედმეტი რისკის თავიდან აცილების საწინდარია.

სალომე გოგოხია

http://www.opentext.org.ge/resonance

2007.06.01


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006