logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე III მოსმენით განიხილეს საქართველოს კანონის პროექტი "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე". სხდომაზე გამოითქვა რედაქციული ხასიათის შენიშვნა, რომელიც კომიტეტის წევრებმა გაითვალისწინეს და კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
კანონპროექტი "ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროსმა, დალი კაპანაძემ წარმოადგინა. როგორც მან განმარტა პროექტის მიზანია "ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ” საქართველოს კანონში განსაზღვრული ვალდებულება - "ბიოპროდუქციის წარმოებისას ნებადართული პრეპარატების ნუსხის შესახებ” შეიცვალოს სხვა სახის ვალდებულებით, კერძოდ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოსცეს ბრძანება "ბიოპროდუქციის წარმოებისას ნებადართული ნივთიერების ნუსხის შესახებ”. წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება ქვეპუნქტი, რომელიც განსაზღვრავს მავნებლების, დაავადებებისა და სარეველებისგან მცენარეთა დაცვის განხორციელების აუცილებლობას მხოლოდ აგროტექნიკური, მექანიკური, თერმული და ბიოლოგიური მეთოდებით და ბიოპროდუქციის წარმოებისას ნებადართული ნივთიერებების გამოყენებით.
აგრეთვე, იცვლება პუნქტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებთან შეთანხმებით გამოსცემს ბრძანებას "ბიოპროდუქციის წარმოებისას ნებადართული ნივთიერებების ნუსხის შესახებ”, 2007 წლის 1 დეკემბრამდე, რაც შესაძლებელს გახდის ბიოაგროწარმოებაში იმ პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც შეიცავენ დაშვებულ ნივთიერებას ან ნივთიერებათა ერთობლიობას.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" და მისგან გამომდინარე კანონპროექტები განიხილეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ნათია ხმალაძემ განმარტა დამატება შედის მე–3 მუხლში, რომელიც განმარტავს ვაუჩერის ტერმინს, როგორც სახელმწიფოს მიერ მიზნობრივი ჯგუფისთვის გადაცემულ, მიმოქცევად ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც განკუთვნილია სამედიცინო მომსახურების ან პირადი დაზღვევის დასაფინანსებლად.
ცვლილებები შედის აგრეთვე მე-19 მუხლში, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დაფინანსებით მიზნობრივი ჯგუფებისთვის სამედიცინო მომსახურებისთვის ან პირადი დაზღვევის მიწოდება ხორციელდება "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონით ან სამედიცინო ვაუჩერის გზით. წარმოდგენილი კანონპროექტის პრინციპების მიხედვით, დაზღვევით სამედიცინო მომსახურების შესყიდვას ახორციელებს თავად ვაუჩერის მესაკუთრე, რომელიც სახელმწიფოსგან იღებს გარკვეული ღირებულების ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელსაც თავისი სურვილისამებრ ანაღდებს რომელიმე სადაზღვევო ორგანიზაციაში. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები ვალდებულნი არიან თანაბარ პირობებში, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე ერთი და იმავე მოცულობის და ღირებულების ვაუჩერის მესაკუთრეებს მიაწოდოს თანაბარი, სრული, ხარისხიანი მომსახურება ვაუჩერით განსაზღვრულ ფარგლებში.

http://www.parliament.ge

2007.05.31


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006