logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ანალგინის გაუქმებას სხვა პრეპარატების ნუსხაც მიემატა

საქართველოს ტერიტორიაზე სააფთიაქო ქსელებიდან ანალგინის 50%-იანი საინექციო ხსნარის ამოღების შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გავრცელდა. თუმცა ანალგინის სამედიცინო პრაქტიკიდან ამოღებას სხვა, ანალგინის შემცველი პრეპარატების ნუსხაც მიემატა. სააფთიაქო ქსელებში მიმოქცევიდან ამოიღება ანალგინის 50%-იანი ხსნარი და ანალგინის შემცველი პრეპარატები. მათ შორის, სააფთიაქო მიმოქცევიდან ამოიღება საქართველოს ტერიტორიაზე დღეის მდგომარეობით შესაძლო მიმოქცევაში რეგისტრაციის ვადით არსებული ბარალგინის, მაქსიგანის, ბრალის და რევალგინის საინექციო ხსნარები.
აღსანიშნავია, რომ არ უქმდება ანალგინი და მისი შემცველი პრეპარატები აბების სახით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა საფუძველზე, რომელიც ანალგინის საინექციო ხსნარის სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენებას ეხება, აღნიშნულია, რომ პრაქტიკაში ანალგინის ხსნარის გამოყენება ისეთ გვერდით მოვლენებს უკავშირდება, როგორიცაა ანაფილაქსური შოკი (ელვისებური ალერგიული რეაქცია, რაც ავადმყოფის სიკვდილით მთავრდება). სწორედ პაციენტთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" 15 მაისს სპეციალური ბრძანება გამოიცა, სადაც ანალგინის ხსნართან ერთად სხვა ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიზური საშუალებები უქმდება.
მოქმედი სააფთიაქო ქსელებიდან ანალგინის (მეთამიზოლის) 50%-იანი ხსნარის რეგისტრაციის გაუქმებისა და მისი მიმოქცევის ამოღების თაობაზე წამლის სააგენტოს უფროსის, გიორგი ბარამიძის ბრძანება N324 მიმდინარე წლის 15 მაისს გამოიცა. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ უქმდება საქართველოში რეგისტრირებული ანალგინის 50%-იანი საინექციო ხსნარი, ანალგინის შემცველი პრეპარატების რეგისტრაცია და მასზე გაცემული შესაბამისი სარეგისტრაციო მოწმობები.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, რეგისტრაციის ვადა გასული აქვს პრეპარატ სპაზგანს და სპაზმალგონის 2-მლ და 5-მლ ხსნარებს. ასევე პრეპარატ ბარალგეტს, რომელიც მიმოქცევიდან ასევე ამოიღება.
"ეთხოვოთ საქართველოში არსებულ ფარმაცევტულ და სამედიცინო დაწესებულებებს, მოახდინონ ანალგინის (მეთამიზოლის) 50%-იანი საინექციო ხსნარისა და ანალგინის შემცველი პრეპარატების მიმოქცევიდან ამოღება და სათანადო წესით განადგურება. ასევე დაევალოს ფარმაცევტულ საქმიანობის ინსპექტირების დეპარტამენტს განახორციელოს ამ ბრძანების მე-3 პუნქტით განსაზღრული დავალების შესრულებაზე კონტროლი," - აღნიშნულია წამლის სააგენტოს უფროსის ბრძანებაში.

ნინო ფრანგიშვილი

http://www.opentext.org.ge/resonance

2007.05.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006