logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    თბილისში „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი“ გაიმართება

2014 წლის 2–5 ივნისს თბილისში „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი“ გაიმართება.

2 ივნისს, 9 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე „ქბრბ მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესს“ გახსნის.

შსს-ს მიერ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართ ერთიანი და ინოვაციური მიდგომებიდან გამომდინარე, წელს მსოფლიო კონგრესი საქართველოში პირველად იმართება და მას შინაგან საქმეთა სამინისტრო მასპინძლობს.

საერთაშორისო კონგრესი უკვე მეორე ათწლეულია ხორვატიასა და შვეიცარიაში იმართება და მას ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 250-მდე მონაწილე ესწრება.

კონგრესის საპატიო დირექტორია საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის ინიციატივაც არის ქვეყნის ქბრბ უსაფრთხოების სფეროში ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება. ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე გახსნის. მისასალმებელი სიტყვით ასევე წარდგებიან ჯანდაცვის, გარემოსა და ბუნებრივი რესუსრების დაცვის და განათლების მინისტრები, აშშ–ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, აშშ–ს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქბრბ უსაფრთხოების საკითხებში ენდრიუ ვებერი და ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი აჰმეთ უზუმჩუ.

კონგრესი ეხება ქბრბ ნივთიერებების გაუვრცელებლობას, ქბრბ ინციდენტების შედეგების მართვას, ქბრბ უსაფრთხოებასა და სხვა საკითხებს. ის წარმოადგენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მეცნიერებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების მათ ქართველ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებისა და ქბრბ პოლიტიკის სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას.

მსოფლიო კონგრესს დაესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აშშ-ს სამხედრო ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ქბრბ სფეროს ექსპერტები მსოფლიოს 38 ქვეყნიდან.

http://www.ncdc.ge

2014.06.02


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006