logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    31 მაისს აღნიშნავენ დღეს - „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“

2014 წლის 30 მაისს 15:00 საათზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში ,,მსოფლიო დღის თამბაქოს გარეშე“  აღსანიშნავად გაიმართება შეხვედრა სლოგანით

თამბაქოს ნაწარმზე გადასახადის ზრდის გზით

ავადობისა და სიკვდილობის შემცირება 

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრა დაესწრებიან როგორც საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მაღალი დონის, ასევე   სამინისტროების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ყოველწლიურად, 31 მაისს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და მისი პარტნიორი ორგანიზაციები აღნიშნავენ დღეს „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“. ამ დღის აღსანიშნავად კიდევ ერთხელ ხდება თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების ხაზგასმა და თამბაქოს მოხმარების შემცირებისაკენ მიმართული ეფექტური პოლიტიკის განხორციელების ადვოკატირება. თამბაქოს მოხმარება მსოფლიოში ერთადერთი ყველაზე უფრო თავიდან აცილებადი სიკვდილის მიზეზია, თუმცა ამჟამად მსოფლიოს მოსახლეობის სიკვდილობის 10% სწორედ ამ მზეზითაა გამოწვეული.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 9 000-დან 11 000-მდე ადამიანი იღუპება, მათ შორის 3 000-მდე პასიური მოწევის მსხვერპლია. ყოველწლიურად იყიდება 10 მილიარდი ღერი (0.5 მილიარდი კოლოფი), რაც დაახლოებით 0.58 მილიარდ ლარს შეადგენს.

არაგადამდები დაავადებების რისკ–ფაქტორების კვლევის[1], რომელიც ჩატარდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის STEPS (WHO STEPwise approach to NCD Surveillance) მეთოდოლოგიის სტანდარტიზებული ინსტრუმენტების გამოყენებით, შედეგების მიხედვით ამჟამად თამბაქოს რომელიმე პროდუქტს (მოსაწევს და უკვამლოს) მოიხმარს რესპონდენტთა 30.3% (მამაკაცების 55.5% და ქალების 4.8%). ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მოწევა ყველაზე მეტად 25-44 წლის ასაკშია გავრცელებული (36.1%). ყველაზე დაბალია 55-64 წლის პირებს შორის. დამაფიქრებელია ის, რომ 18-24 წლის მამაკაცების 45.2% მწეველია.

2008 წელს განხორციელებული თამბაქოს, ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკების მოხმარება 16 წლის ქართველ მოსწავლეებში ევროპის ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკების სასკოლო პროექტის[2] (European School Project on Alcohol and Other Drug - ESPAD) კვლევის შედეგების მიხედვით 16 წლის მოზარდთა 50%-ს ერთხელ მაინც მოუწევია სიგარეტი, 16% ეწეოდა ბოლო 30 დღის განმავლობაში და 12% რეგულარული მწეველია. მოზარდთა 1.1% დღეში 20 ან მეტ ღერ სიგარეტს ეწევა. 60%-თვის სიგარეტის ყიდვა ადვილია. 30% თამბაქოს მოიხმარს 13 წლის და უმცროსი ასაკიდან, ხოლო 10% - 9 წლის და უმცროსი ასაკიდან. 13 წლამდე თამბაქოს ყოველდღიურად მოიხმარს 4.3%. მოზარდთა 87% აცხადებს, რომ მათი მეგობარი ეწევა.

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის 2008 წლის მონაცემების მიხედვით, მწეველობის გავრცელება ქალებში 18-21% შეადგენს და სახეზეა მზარდი ტენდენცია რეპროდუქციული ასაკის ქალბატონებს შორის, რომელიც ბოლო 7 წლის განმავლობაში 2,5-ჯერ გაიზარდა.

ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის 2010 წლის კვლევის[3] შედეგების თანახმად 15-დან 49 წლამდე ასაკის ქალთა მხოლოდ 8%-მა მიუთითა, რომ ეწევა ან ოდესმე მოუწევია თამბაქო; აქედან 6% იყო მწეველი, ხოლო 2% - წარსულში მწეველი. ქალაქად მცხოვრები ქალები უფრო ხშირად ეწეოდნენ (9%); ასევე ეწეოდა თბილისელი ქალების 13% და სოფლად მცხოვრები ქალების 2%. მიუხედაცად იმისა, რომ გამოკითხულ ქალთა უმეტესობა არ ეწეოდა, ყოველი ორი ქალიდან ერთმა აღნიშნა, რომ ისინი იმყოფებიან პასიური მოწევის მაღალი რისკის ქვეშ როგორც სახლში, ასევე სამსახურში.

უფრო ვრცლად >>>

http://www.ncdc.ge

2014.05.30


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006