logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სემინარი ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრში

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში მიმდინარე სემინარს დაესწრო, რომელიც ტარდება MSF-საფრანგეთის მხარდაჭერით და სამედიცინო პერსონალისათვის ტუბერკულოზის ზემდგრადი ფორმით (XDR-TB) დაავადებული პაციენტების ახალი თაობის მედიკამენტებით მკურნალობისა და გვერდითი მოვლენების მართვის საკითხებს მოიცავს.
სამი დღის მანძილზე სემინარს წარუძღვებიან MSF-საფრანგეთის TB-რეფერენტი კატი ჰევინსონი, საფრანგეთის Bligny-ის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი მატილდა იაკიმი და MSF-საფრანგეთის მისიის სამედიცინო კოორდინატორი სომხეთში საიფულ ქაიმი. სემინარზე ქართველი ექიმები გაეცნობიან ახალი თაობის მედიკამენტებისა და რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის რეკომენდაციებს, მათ შორის რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა შეფასებისა და მკურნალობის რეჟიმების დანიშნულების თაობაზე. აღნიშნული მედიკამენტები ქართველ პაციენტთა შორის „ფრანგული სტანდარტის" სახელწოდებით არის ცნობილი.
გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ტუბერკულოზის ზემდგრადი ფორმით დაავადებულ პაციენტთა სამკურნალო ახალი პრეპარატების მოწოდება, რომლის ჩართვა სამკურნალო რეჟიმში პაციენტთა ინდივიდუალური შეფასების შემდგომ მ/წ ივნისიდან დაიწყება, ხოლო აგვისტოდან დამატებითი პრეპარატების მოწოდება იგეგმება MSF-საფრანგეთის პროექტის ფარგლებში.
მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჯანდაცვის სამინისტროსათვის აღნიშნული თემის მნიშვნელობას და მონაწილეებს აღუთქვა სრული მხარდაჭერა როგორც სემინარის მიმდინარეობის ასევე ახალი თაობის მედიკამენტების ეტაპობრივი დანერგვის პროცესში.
აღნიშნული სემინარი გახლავთ საქართველო-საფრენგეთის თანამშრომლობის ნაწილი, რომელიც ტუბერკულოზის მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთის ჯანდაცვის უწყებების ერთობლივ შეხვედრიდან იწყება, რომელიც პარიზში გაიმართა 2014 წლის აპრილში და რომლის ფარგლებში მ/წ შემოდგომაზე დაგეგმილია ფრანგი ექიმების განმეორებითი ვიზიტები.

http://www.moh.gov.ge

2014.05.30


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006