logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ლიცენზირებული ექიმი თუ ალტერნატიული მედიცინა?

ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან, სანამ მედიცინა მეცნიერებად ჩამოყალიბდებოდა და დაავადებების მკურნალობას სხვადასხვა სტანდარტიზირებულ ჩარჩოებში მოაქცევდა, არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც პრიმიტიულად დამზადებული წამლებით თუ სხვადასხვა შელოცვებით ცდილობდნენ ადამიანთა განკურნებას.

21-ე საუკუნეში, როდესაც მედიცინა გასაოცარ შედეგებს აღწევს, კვლავაც მოიძებნებიან ალტერნატიული მედიცინის წარმომადგენლები - ექიმბაშები, რომლებიც ძველი ხალხური მეთოდებით და მაგიური ძალების დახმარებით ცდილობენ დახმარების ხელი გაუწოდონ პაციენტებს.

"ეისითიმ" გაარკვია, რამდენად პოპულარულია დღეს თბილისში ალტერნატიული მედიცინა, სჯერათ თუ არა დედაქალაქის მკვიდრებს ექიმბაშების და მიუმართავთ თუ არა მათთვის სამკურნალოდ.

როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა ავადმყოფობის დროს (75%) ლიცენზირებულ ექიმს და მის მიერ დანიშნულ მკურნალობას მიმართავს. თუმცა, ყოველი მეხუთე თბილისელი (18%) ლიცენზირებული პროფესიონალების რჩევებთან ერთად, ხალხური მედიცინის საშუალებებსაც იყენებს. თბილისელების მცირე ნაწილი (4%) კი მხოლოდ ხალხური მეთოდებით ცდილობს ავადმყოფობასთან გამკლავებას.

კვლევის შედეგების თანახმად, ყოველი მეოთხე თბილისელი (27%) დღესაც ენდობა ალტერნატიული მედიცინის მეთოდებით მკურნალობას. ყოველ მეხუთეს (20%) კი აქვს ექიმბაშთან მკურნალობის სულ მცირე ერთჯერადი გამოცდილება. საგულისხმოა, რომ ამგვარი გამოცდილების მქონე პაციენტთა უმრავლესობა (62%) აცხადებს, რომ ექიმბაშთან მკურნალობამ პოზიტიური შედეგი გამოიღო.

გამოკითხვა ჩატარდა 409 ზრდასრულ თბილისელს შორის, 2014 წლის აპრილში, მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს.

http://1tv.ge

2014.05.23


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006