logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მარიამ ჯაშის ვიზიტი ტუბერკულიოზის ცენტრში

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, მარიამ ჯაში ეწვია სს ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის რეზისტენტულ განყოფილებას, რომელიც 2 კვირის წინ ამოქმედდა. აღნიშნული განყოფილების რეაბილიტაცია გლობალური ფონდის მიერ განხორციელდან 2011 წელს. მიუხედავდ იმისა, რომ კორპუსი ოფიციალურად გაიხსნა 2012 წლის მაისში, უმნიშვნელოვანესი ფინანსური და ადმინისტრაციული საკითხები მხოლოდ 2014 წელს გადაიჭრა და რეალური ფუნქციონირება კორპუსმა მაისში დაიწყო. დღეს განყოფილებაში გადაყვანილია ყველა რეზისტენტული ფორმით დაავადებული 80-მდე პაციენტი. თავად განყოფილება განკუთვნილია რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებული 97 პაციენტისთვის.
მინისტრის მოადგილე ასევე შეხვდა რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს, რომლებიც არსებული მედიკამენტოზური მკურნალობის შეცვლას და პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ მისი პირველი ვიზიტისას (2014 წლის მარტი). მარიამ ჯაშმა ტუბერკულოზით დაავადებულ პირებს დეტალურად გააცნო ის ცვლილებები, რომელიც მარტში ვიზიტისას პაციენტების მიერ წამოყენებული 9 პუნქტიანი მოთხოვნებიდან შესრულდა. კერძოდ, ექსპლუატაციაში შევიდა რეზისტენტული სტაციონარული განყოფილება; შემუშავებულია ე.წ. "ფრანგული სტანდარტით" მკურნალობის დანერგვის გეგმა, რომელიც 29 მაისს ფრანგი ექიმების პირველი ვიზიტით დაიწყება; გაუმჯობესდა ტუბერკულოზით დაავადებულთა რეზისტენტული განყოფილების სან-ჰიგიენური პირობები და დღის რეჟიმი; გლობალურ ფონდთან მოლაპარაკებით 1 ივნისიდან ამოქმედდება მკურნალობის დამყოლობაზე წახალისების სქემა; განხილვის პროცესშია მედპერსონალის ხელფასების მომატება და სოციალური შემწეობის დანიშვნა. ინტერნეტით უზრუნველყოფის საკითხი მოგვარდება უახლოეს მომავალში (ცენტრის ადმინისტრაციამ უკვე გამოაცხადა ტენდერი). დამატებით განხილვას მოითხოვს მედპერსონალის ხელფასების მომატებისა და ჰოსპიტალიზაციის პერიოდში პაციენტების სოციალური შემწეობის პროექტები.

რამდენად მნიშვნელოვანია რეზისტენტული განყოფილების ამოქმედება? ახალ კორპუსში რეზისტენტული განყოფილების გადატანით გამოთავისუფლდა საწოლები სენსიტიური ტუბერკულოზისთვის და ტუბერკულოზზე საეჭვო რთულად სადიაგნოზო შემთხვევების გამოკვლევებისა და მკურნალობისთვის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) რეკომენდაციების თანახმად, მოხდა რეზისტენტული პაციენტების სეპარაცია (განაწილება) დაავადების ფორმის მიხედვით; ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით მაქსიმალურად დაცულია სანიტარული პირობები. ასევე, კორპუსი ვენტილაციის მძლავრი სისტემით სრულ შესაბამისობაშია ინფექციის კონტროლის დადგენილ ნორმებთან.

რას გულისხმობს ე.წ. „ფრანგული სტანდარტით" მკურნალობის დანერგვის გეგმა? აღნიშნული გეგმით გათვალისწინებულია ახალი თაობის მედიკამენტების შემოტანას MSF-საფრანგეთისა და გლობალური ფონდის ხელშეწყობით. აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან ფრანგი ექიმები, რომელთა პირველი ვიზიტი დაგეგმილია ა.წ. 29-31 მაისს. ამასთანავე, საქართველო-საფრანგეთის ორმხრივი თანამშრომლობა TB პროექტში გაგრძელდება ივნისში და სექტემბერში დაგეგმილი ვიზიტებით. მოლაპარაკებები საქართველოსა და საფრანგეთის ჯანდაცვის უწყებების დონეზე მიმდინარეობს. მაისში MSF-საფრანგეთის დახმარებით ჩატარდა სემინარები სამედიცინო პერსონალისთვის ტუბერკულიოზით დაავადებული პაციენტების მკურნალობისა და გვერდითი მოვლენების მართვის საკითხებზე. მედიკამენტების მოწოდება მოხდება ეტაპობრივად ივნისის თვიდან, გლობალური ფონდის მედიკამენტების პირველი პარტია 26 მაისს ჩამოდის თბილისში. პაციენტის შერჩევა განხორციელდება კონსილიუმის გადაწყვეტილებით, რომლის შემადგენლობაში იქნებიან MSF-ის მიერ მოწვეული ფრანგი კოლეგები. ახალი თაობის მედიკამენტებით მკურნალობა დაენიშნება ტუბერკულოზის ზემდგრადი ფორმით დაავადებულ ყველა პაციენტს, სამედიცინო ჩვენების შესაბამისად.

რას ნიშნავს პაციენტთა ფინანსური წახალისების სისტემა? გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში განახლდა ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისათვის ამბულატორიულ მკურნალობაზე დამყოლობის წახალისების მექანიზმი. ფულადი წახალისების მიმღებად ჩაითვლება პირი, რომელსაც აქვს დადგენილი ტუბერკულოზის დიაგნოზი და ჩართულია ანტიტუბერკულოზურ ამბულატორიულ მკურნალობაში. 1 ივნისიდან წახალისებას აღნიშნული პირები მიიღებენ მკურნალობაზე კარგი დამყოლობის შემთხვევაში, რაც მოიცავს სპეციფიკური ანტიტუბერკულოზური მკურნალობის რეგულარულ ჩატარებას - ადგილზე მისვლას და საჭირო მედიკამენტების მიღებას. ფულადი წახალისების მოცულობა მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულთათვის იქნება 100 ლარი თვეში, ხოლო სენსიტიური ტუბერკულოზით დაავადებულთათვის - 160 ლარი მკურნალობის კურსის განმავლობაში.

http://www.moh.gov.ge

2014.05.23


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006