logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    შეხვედრა კანადის აივ/შიდსის სამართლებრივი ქსელის წარმომადგენლებთან

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი კანადის აივ/შიდსის სამართლებრივი ქსელის წარმომადგენლებს, რიჩარდ პერსჰაუსს და ლეა უტიაშევას შეხვდა. შეხვედრას აგრეთვე, საქართველოში აივ/შიდსის სამართლებრივი ქსელის თავმჯდომარე დავით ოთიაშვილი ესწრებოდა.
კანადის აივ/შიდსის სამართლებრივი ქსელი 14 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. მათ მთავარ მიზანს წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყანაში სამედიცინო და სოციალური პროგრამების განხორციელება.
აივ/შიდსის სამართლებრივი ქსელი მუშაობს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის: ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შემცირება, ბრძოლა ნარკომანიასთან, ადამიანის უფლებების დაცვა, შიდსი.
სტუმრებმა წარმოადგინეს კანადაში არსებული სამართლებრივი მიდგომა შიდსის და ნარკომანიის საკითხებთან დაკავშირებით.
კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა აივ-ინფექციის შიდსის პრობლემებსა და რისკებზე.
"პირველ რიგში უნდა შემცირდეს ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი და გაფართოვდეს ზიანის შემცირების პროგრამები, რაც თავის მხრივ გამოიწვევს აივ/ინფექციით დაავადებულთა რიცხვის შემცირებას”, - აღნიშნა გიორგი წერეთელმა. მან ისაუბრა "საქართველოს ეროვნული ანტინარკოტიკული სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე”, რომლებსაც 2007 წლის 13 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და დაამტკიცა. ანტინარკოტიკული სტრატეგიის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობას დაევალა სამოქმედო გეგმის შემუშავება. კომიტეტის თავმჯდომარემ, განსაკუთრებით აღნიშნა ეროვნული პოლიტიკის პრიორიტეტები - ნარკოტიკულ ნივთიერებებზე მოთხოვნის შემცირება და მათი მიწოდების შეზღუდვა, პრევენცია, მკურნალობა, რეაბილიტაცია, ზიანის შემცირება, სიტუაციის ანალიზი, კვლევა, კადრების მომზადება და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა.
შეხვედრაზე აგრეთვე აღინიშნა, რომ საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო და საპარლამენტო კომიტეტი ერთობლივად მუშაობენ 2007 წლისთვის დაგეგმილი რამდენიმე ჩანაცვლებითი პროგრამის განსახორციელებლად.
კანადელმა ექსპერტებმა მზადყოფნა გამოთქვეს ექსპერტული თანადგომა გაუწიონ ახალი კანონმდებლობის შემუშავებაში.
შეხვედრის მონაწილეები მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

http://www.parliament.ge

2007.05.24


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006