logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    შეხვედრა საქართველოში მოქმედი გადაუდებელი სატელეფონო ფსიქოლოგიური მომსახურების შესახებ

2014 წლის 20 მაისს 17 საათზე ფრონტლაინ კლუბში (მისამართი ასათიანის 62) გაიმართება შეხვედრა, რომელიც მიეძღვნება  გადაუდებელი სატელეფონო ფსიქოლოგიური მომსახურების ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში ინტეგრირების საკითხს.

მომხსენებლები წარმოადგენენ საქართველოში მოქმედი გადაუდებელი სატელეფონო ფსიქოლოგიური მომსახურების ერთი წლის მუშაობის შედეგებს. 

შეხვედრაზე  მიმოიხილავენ სატელეფონო ფსიქოლოგიური კონსულტირების საერთაშორისო გამოცდილებისა და სამსახურის ეფექტურობის შეფასების საერთაშორისო კვლევებს.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში სატელეფონო კონსულტირების სერვისის ადგილისა და ფუნქციის   თემაზე.

შეხვედრის ორგანიზატორია “საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა”. შეხვედრა გაიმართება ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით. 

არსებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში, სადაც ჰოსპიტალგარე, თემზე დაფუძნებული მომსახურების სისტემა არ არის განვითარებული, ქვეყანაში პაციენტისათვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურებით უზრუნველყოფა ვერ ხერხდება. თემზე დაფუძნებული, სარეაბილიტაციო და პრევენციული სერვისები, ძირითადად, ისევ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ხორციელდება და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ფინანსდება. ერთ-ერთი ასეთი სერვისი - ერთად ერთი 24 საათიანი გადაუდებელი სატელეფონო ფსიქოლოგიური მომსახურება შესაძლოა გაუქმდეს, რადგან ჯერ-ჯერობით ვერ გამოინახა გზა, რომელიც არსებულ სერვისს სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემაში დანერგავს და მის მდგრადობას უზრუნველყოფს.

2005 წლიდან დღემდე სატელეფონო ცენტრში შემოსული ზარების საერთო რაოდენობაა 65 266, მათ შორის პირველადი აბონენტი - 21 835-ია. 

საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობის ფსიქოლოგის ნანა აღაპიშვილის თქმით, სერვისი სუიციდის და სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამწვავების პრევენციის დანიშნულება აქვს. მას განსაკუთრებული როლი აქვს   პაციენტებისათვის საქართველოში, რადგან  ბევრისთვის სერვისები ხელმიუწვდომელია, მათი სიმცირის, სიძვირის და გეოგრაფიული მდებარეობის გამო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  სუიციდის სკალის მიხედვით, რომელიც 2011 წელს გამოაქვეყნდა, სამხრეთ კავკასიაში თვითმკვლელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოშია.  საერთო რეიტინგში საქართველო 107 ქვეყანას შორის 88-ე ადგილს იკავებს.

 

საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია "ნდობა”

2014.05.20


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006