logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    17 მაისი - ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე

ყოველი წლის 17 მაისს ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე აღინიშნება, იგი ეძღვნება მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებას ჰიპერტენზიის, მისი გართულებებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ. ჰიპერტენზიის  მსოფლიო დღის  აღნიშვნა დამკვიდრდა და დაიწყო ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგის (მჰლ) მიერ. მჰლ ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში ლიდერობას უწევს ჰიპერტენზიის დაახლოებით 85 ეროვნულ საზოგადოებასა და ასოციაციას. მსოფლიო დღის კამპანიის მიზანს წარმოადგენს ჰიპერტენზიის შესახებ მოსახლეობის ცოდნის დონის გაზრდა განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებიც დაავადების განვითარების რისკის ქვეშ იმყოფებიან. მჰლ-მ ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე პირველად 2005 წლის 14 მაისს აღინიშნა, თუმცა მომდევნი წლიდან ის 17 მაისს აღინიშნება.

ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანი

ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანს  პოპულაციაში ჰიპერტენზიის შესახებ ძირითადი გზავნილების გავრცელებაა. მაღალმა არტერიულმა წნევამ შესაძლოა ორგანიზმში მრავალი სახის გართულება გამოიწვიოს და ხელი შეუწყოს ინსულტის, მიოკარდიუმის ინფარქტის, თირკმლის დაავადებების, მხედველობის დარღვევებისა და ნაადრევი სიკვდილიანობის განვითარებას.

არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ყოველი ათი ადამიანიდან დაახლოებით სამს მაღალი არტერიული წნევა აღენიშნება. გლობალურად, დაახლოებით 1.8 მილიარდ ადამიანს აწუხებს მაღალი არტერიული წნევა და ამასთან, პაციენტთა თითქმის 50%-მა არ იცის მათი დაავადების შესახებ; ხოლო იმათი უმეტესობა, რომლებმაც იციან რომ ისინი არიან მაღალი წნევის მტარებელი, არ ღებულობენ მედიკამენტებს. ზოგიერთი ამოცანა, რომელიც ყოველწლიურად ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის აღნიშვნის აუცილებლობას ხაზს უსვამს,  მოცემულია ქვემოთ:

  • მოსახლეობის მოტივირება, რათა მათ რეგულარულად (წელიწადში ერთხელ მაინც) გაისინჯონ არტერიული წნევა;
  • ჰიპერტენზიის მქონე ადამიანთა დარწმუნება, რათა რეგულარულად მიაკითხონ ოჯახის ექიმს არტერიული წნევის გაზომვისა და შესაფერისი მკურნალობის ჩატარების მიზნით;
  • საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების მოტივირება, რათა შეინარჩუნონ ნორმალური წონა, ქოლესტერინის ნორმალური შემცველობა და ნორმალური არტერიული წნევა, მისდიონ ჯანსაღი ცხოვრების წესს, რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას, იკვებონ ჯანსაღად და ა.შ.
  • ისეთი სოციალური გარემოსადმი მხარდაჭერა, სადაც ადამიანები არჩევანს გააკეთებენ ცხოვრების ჯანსაღ წესზე და  უარს იტყვიან  არაჯანსაღ ქცევებზე, როგორიცაა ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, მჯდომარე ცხოვრების წესი, ჭარბი ცხიმოვანი დიეტა, თამბაქოს მოხმარება და ა.შ.
  • ადამიანთა მოტივაცია, რათა რეგულარულად გამოიკვლიონ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაიზომონ სისხლის წნევა, სისხლის წნევის განსაზღვრის უფასო კამპანიებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით;
  • მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა მაღალი არტერიული წნევისა და მისი გართულებების  თავიდან აცილების შესახებ წონის შენარჩუნებით და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებით;
  • სამედიცინო პროფესიონალების წახალისება არტერიული წნევის რეგულარული  გაზომვისა და შესაფერისი მკურნალობის ჩატარების თვალსაზრისით;
  • არტერიული ჰიპერტენზიის ადრეული გამოვლენის, პრევენციისა და კონტროლისადმი  ხელშეწყობა განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ მოსახლეობაში.

როგორ აღნიშნავენ ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეს?

  • 2005 წლის 17 მაისიდან ყოველწლიურად აღნიშნება ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე სხვადსხვა  ღონისძიებებისა და კამპანიების მოწყობის გზით. კამპანიაში მონაწილე ჯანდაცვის პროფესიონალები სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მხარს უჭერენ ღონისძიებების გამართვას, რომლებიც ხელს შეუწყობენ მოსახლეობის მობილიზაციას მაღალი არტერიული წნევის პრევენციის მიზნით.
  • ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზნით სხვადასხვა ქვეყნებში ყოველწლიურად ტარდება საზოგადოებრივი ფორუმები, დისკუსიები არტერიული ჰიპერტენზიის, ფიზიკური აქტივობის (ჩქარი სიარული, სირბილი, ვარჯიში) მნიშვნელობის შესახებ, ვრცელდება ინფორმაცია მედია-საშუალებებით, ძირითადი გზავნილები - ტელე-რადიო გადაცემებით, სკოლებსა და უნივერსიტეტებში ავრცელებენ ბანერებსა და პოსტერებს, იმართება ჯანმრთელობის მგდომარეობის სკრინინგი, არტერიული წნევის უფასო გაზომვის კამპანიები.
  • პროფესიონალ ექსპერტთა შეხვედრები ტარდება იმ  მიზნით, რათა მოხდეს ჰიპერტენზიის პრობლემების პოპულარიზაცია ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, აგრეთვე მისი პროფილაქტიკისა და კონტროლის ახალი და ადვილად განხორციელებადი ღონისძიებების განხილვა.

ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის თემა

ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე ყოველწლიურად ერთ განსაზღვრულ თემას ეძღვნება, რომელსაც არჩევს ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგა, რათა კამპანია საერთაშორისო დონეზე უფრო ეფექტური გახდეს. წინა წლების თემები გახლდათ:

2005 წელი: „ინფორმირებულობა მაღალი წნევის შესახებ“

2006 წელი: „მკურნალობით მიზნამდე“, ფოკუსირებული იყო მაღალი არტერიული წნევის კონტროლზე

2007 წელი: „ჯანსაღი დიეტა, ნორმალური არტერიული წნევა“

2008 წელი: „გაიზომე სისხლის წნევა... სახლში“

2009 წელი: „მარილი და მაღალი არტერიული წნევა: ორი ჩუმი მკვლელი“

2010 წელი: „ჯანსაღი წნევა -  ნორმალური არტერიული წნევა“

2011 წელი: „იცოდე საკუთარი წნევისა და სამიზნე მაჩვენებლების შესახებ“

2012 წელი: „ცხოვრების ჯანსაღი წესი - ნორმალური სისხლის წნევა“

2013 წელი: „ჯანსაღი გულის ძგერა - ნორმალური სისხლის წნევა“

2014 წელი: „იცოდე შენი წნევის შესახებ“.

http://www.ncdc.ge

2014.05.19


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006