logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ვირუსული მენინგიტის შემთხვევები გაიზარდა

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით ვირუსული მენინგიტის შემთხვევები გაიზარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აპრილის ბოლოდან დღემდე [მაისის 15-მდე] ვირუსული მენინგიტის 40-მდე შემთხვევა დარეგისტრირდა. მათ შორის, ვირუსული მენინგიტით დაინფიცირებული არიან სკოლამდელი ასაკის და სკოლის ასაკის ბავშვები.

 

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი ამბობს, ვირუსული მენინგიტით ძირითადად ბავშვები ინფიცირდებიან, ვინაიდან ვირუსული მენინგიტების უმეტესობა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, გამოწვეულია ენტეროვირუსებით. ენტეროვირუსები კი, როგორც ვირუსული მენინგიტის ყველაზე ხშირი გამომწვევი, ყველაზე ხშირად ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა ფეკალური დაბინძურებით (მაგალითად, პამპერსის გამოცვლის დროს, საპირფარეშოს გამოყენების შემდეგ ხელების არასათანადო დაბანით).

 

"ზაფხულში ტემპერატურის მატებასთან ერთად ვირუსული მენინგიტით დაინფიცირების რისკი იზრდება. ვირუსული მენინგიტი ნაკლებად მძიმე დაავადებაა, ვიდრე ბაქტერიული მენინგიტი. სპეციფიკურ მკურნალობას არ საჭიროებს, პაციენტები გადიან სიმპტომურ მკურნალობას და 7-10 დღის შემდეგ, როგორც წესი, გამოჯანმრთლდებიან. ინფიციფირების შემთხვევების ზუსტი სტატისტიკა არ ვიცით, მაგრამ ზრდა შეიმჩნევა. აპრილის ბოლოდან დღემდე 40-მდე შემთხვევა არის რეგისტირებული,"- ამბობს სპეციალისტი.  

 

 

ვირუსული მენინგიტის ფატალურად დასრულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ვირუსია გამომწვევი, რა ასაკის არის პაციენტი და დასუსტებულია თუ არა მისი იმუნური სისტემა.

 

რაც შეეხება სიმპტომებს, ვირუსული მენინგიტი ხასიათდება ტემპერატურის უეცარი მატებით, თავის ტკივილით და კისრის დაჭიმვით. მას ხშირად თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, უმადობა.

 

პრევენციის მიზნით, სპეციალისტების რჩევებს შორისაა ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით პამპერსის გამოცვლის, საპირფარეშოს ხმარების, ხველების, დაცემინების შემდეგ; ხშირად შეხებადი ზედაპირების სველი წესით დასუფთავება ან დეზინფექცია [როგორიც არის კარის სახელური და ა.შ.], მწერების ნაკბენების თავიდან აცილება, თაგვებისა და ვირთხებისგან საცხოვრებელი ტერიტორიის გათავისუფლება, ასევე, აცრები იმ გამომწვევი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა წითელა, ყბაყურა, გრიპი [ეს დაავადებებიც ხდება ვირუსული მენინგიტის გამომწვევი].


ნინო კახიშვილი

http://www.netgazeti.ge

2014.05.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006