logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სტომატოლოგიური კაბინეტების რეგულაციების ადმინისტრირება ჯერ არ ამოქმედდება

ჯანდაცვის მინისტრი ბ-ნი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც დაწესდა ნორმატივები და სტომატოლოგიურ კაბინეტებს მიეცათ გამოსასწორებელი ვადები, თუმცა მინისტრი ვადებს არ ასახელებს.

მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრი ითანამშრომლებს სტომატოლოგიურ კაბინეტებთან და უწყება არ იქნება სადამსჯელო ფუნქციის მატარებელი.

რეგულირების დოკუმენტი ძალაშია, თუმცა მისი ადმინისტრირების გადავადების ერთწლიან გადავადებაზე საუბრობს  სტომატოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი ქეთევან გოგელაშვილი.

მისი ინფორმაციით,  ტექნიკური მიმართულებით კლინიკების შემოწმება წელს არ მოხდება  და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ სამინისტროში პაციენტის საჩივარი შევა.

სტომატოლოგთა ასოციაციამ ჯანდაცვის მინისტრს რამდენიმე დღის წინ სპეციალური განცხადებით მიმართა და რეგულაციებისა და დეფინიციების შესამუშავებლად შექმნილ სტომატოლოგთა სამუშაო ჯგუფში სამინისტროს წარმომადგენლების ჩართვა სთხოვა. 

მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2014 წლის პირველი მაისიდან სტომატოლოგიური მომსახურების მომწოდებლების მხრიდან სავალდებულო პირობას წარმოადგენს შესაბამისი ინფრასტრუქტურის ქონა პირადი ჰიგიენის დაცვისა და შენობის დეზინფექციისთვის. 

სტომატოლოგიურ კლინიკებს ევალებათ - სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაციის, შეგროვების, განადგურების შესაბამისი წესით უზრუნველყოფა. 

დეზინფექციისა და სტერილიზაციის იარაღების სათანადოდ უზრუნველყოფა. პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის. სამედიცინიო და სტატისტიკური დოკუმენტების წარმოება შესაბამისი წესით. 

კვალიფიციური, სერტიფიცირებული პერსონალის ყოლა. ამასთან, სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთათვის თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს განთავსებული ამ დაწესებულების მიერ მოწოდებული სერვისების სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით დაფარვის შესახებ.

ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, სამუშაო ჯგუფში სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები - სტომატოლოგები, დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები და უფლებადამცველი შედიან.

„უკვე ვმუშაობთ სხვადასხვა სტანდარტებზე, ვეცნობით ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებს. ბევრი დეფინიციის ხელახალი გადახედვა გვმართებს, მაგალითად არსად არ არის განმარტება, რა არის სტომატოლოგიური კლინიკა," - აღნიშნა გოგელაშვილმა.

სტომატოლოგთა სამუშაო ჯგუფი 2-3 თვეში სამინისტროს მნიშვნელოვანი რეკომენდაციების პაკეტს წარუდგენს.

სტომატოლოგიური კლინიკების ნაწილი რეგულაციების გადავადების საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს.

საქართველოში, ექსპერტების გათვლებით 200000 ადამიანია C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული, რაც ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 6,7%შეადგენს. ასეთი მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთ მიზეზად სპეციალისტები სწორედ სტომატოლოგიური საქმიანობის უკონტროლობას ასახელებენ.

სტატისტიკის მიხედვით, ამ დაავადების გავრცელების მხრივ საქართველოს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში, სავარაუდოდ, ყველაზემაღალი მაჩვენებელი აქვს.

ამ შედეგებამდე კი ქვეყანა, სწორედ წინა ხელისფლების ლიბერალურმა მიდგომებმა მიიყვანა. მედიკოსები ამბობენ, რომ კლინიკების უკონტროლობის ასეთ პირობებში „ცე" ჰეპატიტითა თუ სხვა ვირუსით დაავადებების საფრთხე ძალიან დიდია და ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით მიესალმებიან.

http://commersant.ge

2014.05.13


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006