logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებების 70–80% არამიზნობრივია

დედაქალაქში, დღე–ღამის განმავლობაში 1500–დან 2000–მდე გამოძახება ფიქსირდება, რომელსაც მხოლოდ 80 სამედიცინო ბრიგადა ემსახურება. 

როგორც თბილისის სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, აღნიშნული გამოძახებებიდან 70–80% არამიზნობრივია, შესაბამისად, არის შემთხვევები, როცა ხდება ექიმის დაყოვნება იმ მისამართზე, სადაც სასწრაფო–გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებათ.

„არის შემთხვევები, როდესაც თითო ბრიგადას 24 საათში 30–33 გამოძახებაზე უწევს გასვლა. ბრიგადები, ფაქტობრივად, მუდმივად გზაში – მისამართიდან მისამართზე მოძრაობენ, ცენტრში მოსვლას ვერასდროს ასწრებენ, იმდენად მაღალია გამოძახებების რაოდენობა“, – აღნიშნეს მათ.

თბილისის სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, რაც შეიძლება მიზნობრივად მიმართონ სასწრაფო დახმარებას, რათა მნიშვნელოვანი გამოძახებები არ დარჩეს დროული დახმარების გარეშე.

აღნიშნული პრობლემა ჯერ კიდევ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ 2012 წლის ოქტომბერში დასვა და განაცხადა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მოსახლეობა ხშირად არამიზნობრივად, ტაქსის ფუნქციით იძახებენ, ამიტომ, გამოძახებების რაოდენობა უნდა შეიზღუდოს.

თუმცა ამ დრომდე აღნიშნული პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა. როგორც commersant.ge–სთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული საკითხი ხუთშაბათს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე გადის. 

სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ცენტრს თბილისში  13 ფილიალი აქვს, რომლებიც ტერიტორიული პრინციპით არის გადანაწილებული და მთელ ქალაქს მოიცავს.

თბილისში სასწრაფო დახმარების მიმართ მოსახლეობის პრეტენზიები არ წყდება, თუმცა მოსახლეობის ნაწილს ამ მხრივ საკუთარი პასუხისმგებლობის აღება ავიწყდება. 

იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობა სასწრაფო დახმარების დროულად მისვლას კატეგორიულად ითხოვს, ხშირად ხდება ფაქტები, როდესაც სასწრაფო დახმარებას მსუბუქი სისუსტის შემთხვევაში იძახებენ, რითიც მძიმე ავადმყოფის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესაც კი საფრთხე ექმნება.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებები პიკს სადღესასწაულო დღეები და მისი მომდევნო დღეებში აღწევს. გამოძახებების ერთ–ერთი პიკი წელს, აღდგომის დღესასწაულების შემდეგ დაფიქსირდა. ამ დღეს სასწრაფო დახმარების ბრიგადები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობდნენ, თუმცა დაგვიანებები მაინც ხშირი იყო, რის მიზეზადაც ექიმები უმნიშვნელო მიზეზით გამოძახებებს ასახელებდნენ.

მათი თქმით, იყო შემთხვევა, როდესაც მაღალპრიორიტეტულ გამოძახებაზე დაგვიანებით მივიდნენ იმის გამო, რომ იძულებულნი იყვნენ, მსუბუქ შემთხვევებზე დაეხარჯათ დიდი დრო. 

მაგალითად, შვედეთში, თუკი პაციენტი სასწრაფო დახმარებაში მაღალი სიცხის ან წნევის ჩივილით დარეკავს, მას სატელეფონო კონსულტაციას უწევენ და ბინაზე მისვლაზე უარს ეუბნებიან, თუკი ჩათვლიან, რომ მისი მდგომარეობა ამას არ მოითხოვს. 

საქართველოში კი სასწრაფო დახმარება ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ გამოძახებაზე, რაც რესურსების არაეფექტურად გადანაწილებას იწვევს.

http://commersant.ge

2014.05.07


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006