logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ შესაძლოა მედიკამენტების ნაწილი დააფინანსოს

როდიდან დაიწყებს მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის მესამე ეტაპზე მუშაობას და მოიცავს თუ არა ეს ეტაპი მედიკამენტებით უზრუნველყოფას? 

საყოველთაო ჯანდაცვის შემდგომი ეტაპის პრიორიტეტები მას შემდეგ გამოიკვეთება, რაც საჯარო გახდება მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და „USAID”–ის მიერ ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგები, რომელიც მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს ეხება და რომლის პრეზენტაციაც 8 მაისს არის დაგეგმილი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი მედიასთან საუბრისას აცხადებს.

დავით სერგეენკოს თქმით, მესამე ეტაპი შეფასებითი იქნება, თუ რამდენად ეფექტურად მოხდა ამ პროექტის მართვა ადმინისტრირების, ფინანსებისა და სამედიცინო ხარისხის მიმართულებით.

„ამ ყველაფერს კვლევა გვიჩვენებს. აპრიორი არ არის, რომ მესამე ეტაპი გამოიხატებოდეს მედიკამენტების პაკეტით უზრუნველყოფაში. მოხდება კომპლექსური  შეჯამება, როგორც ჯანდაცვითი პროგრამების, ასევე სახელმწიფო პროგრამების და სტრატეგიული დაგეგმარება, თუ საითკენ განვითარდება ეს ყველაფერი“, – აღნიშნა მან.

მიუხედავად ამისა, მინისტრი არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ მედიკამენტების გარკვეული ნაწილი მართლაც ჩაერთოს ამ პროგრამაში, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს პროცესი სწორად დასაგეგმია.

მისი თქმით, მესამე ეტაპის დაგეგმვაში მნიშვნელოვანი იქნება შეფასებები, კერძოდ, თუ რა შედეგები იქნა მიღებული. როგორც სერგეენკო აცხადებს, ერთ–ერთი შეფასებითი ნაწილი წარმოდგენილი იქნება სწორედ 8 მაისს, ამის შემდეგ, სავარაუდოდ, მაისის ბოლომდე დასრულდება ვერტიკალური სახელმწიფო პროგრამების ანალიზი, რის შემდეგაც შემუშავდება შემდგომი გაფართოების გეგმა.

„ანუ მესამე ეტაპი  შეიძლება იყოს იგივე ტემპის შენარჩუნება, შეიძლება იყოს საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის მოცულობის გაზრდა ან თანხების მიმართვა ახალ პროექტებში. მაგალითად, არსებობს სახელმწიფო პროგრამა დიაბეტით უზრუნველყოფის, ჩვენ შეიძლება გავააქტიუროთ სახელმწიფო პროგრამა არტერიული ჰიპერტენზიის, რომელიც პირველი ნომერი მკვლელია დღესდღეობით საქართველოში“, –  განაცხადა მინისტრმა.

http://commersant.ge

2014.05.06


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006