logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ფორუმი ჰელსინკი 5-6 მაისი

ჰელსინკში გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ფორუმი გაიმართა, რომელსაც  30-ზე მეტი სახელმწიფოს დელეგაცია ესწრებოდა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწე ქიმიური ბირთვული და ბიოლოგიური უსაფრთხოების საკითხებში ენდი ვებერი და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი თომას ფრიდენი. საქართველოს დელეგაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ დანელია წარმოადგენდნენ.
ჯანმრთელობის უსაფრთხოების ფორუმის მონაწილეები მსჯელობდნენ, თუ როგორ უნდა მოხდეს ისეთი გლობალური საკითხების ერთიანი მართვა, როგორიც არის ბიოლოგიური, ქიმიური და ბირთვული უსაფრთხოება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ  გლობალური ჯანდაცვის ინიციატივაში საქართველოს როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა, სხვა ფაქტორებთან ერთად ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ლუგარის ლაბორატორიაა.
ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, კიდევ ერთხელ გამოთქვეს საქართველოსთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის სურვილი და აღნიშნეს, რომ  შემდეგი შეხვედრა უკვე სექტემბერში თეთრ სახლში გაიმართება.  ჰელსინგში გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ  შეხვედრები გამართა მის უცხოელ  კოლეგებთან.
გლობალური უსაფრთხოების ჯანმრთელობის ფორუმი,  5-6 მაისს ჰელსინკში  G 7-ის წევრი სახელმწიფოების ეგიდით გაიმართა.
ჯანდაცვის სისტემაში არსებობს საკითხები, რომლებიც ვერ გადაწყდება თითოეული ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის დონეზე, რაც არ უნდა განვითარებული იყოს ეს სისტემა. ასეთი საკითხები გლობალურ მართვას და მენეჯმენტს მოითხოვს, ერთ-ერთი ასეთი საკითხი არის ბიოლოგიური, ქიმიური და ბირთვული უსაფრთხოების საკითხები, რომელიც მოიაზრება ერთიანი ჯანდაცვის კონცეფციაში, რაც ნიშნავს ადამიანის ცხოველისა და მცენარის დაავადებების რისკების მართვას. ეს საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო და როგორც წესი მისი მართვა ხდებოდა ჯანდაცვის გლობალური ორგანიზაციების მიერ. როგორიც არის ავადობის კონტროლის ცენტრი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, თუმცა ბოლო პერიოდში საქართველოს როლი ამ გლობალური ჯანდაცვის ინიციატივაში გაიზარდა. გამომდინარე იქედან, რომ ლუგარის ლაბორატორია, რომელიც თავისი შესაძლებლობებით არის რეგიონში გამორჩეული, გახდა სახელმწიფო ჯანდაცვის ნაწილი და დაიწყო უკვე სრულყოფილად ფუნქციონირება. ამ პროექტმა გაზარდა საქართველოს როლი გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოებაში. ერთ-ერთი მთავარი შეხვედრა შედგა წელს თებერვალში ვაშინგტონში და საქართველოს ჯანდაცვის სისტემას წარმოდგენილი ექნება მთელი რიგი მნიშვნელოვანი მიმართულებები, მიღწევები, განვითარების პერსპექტივა და დაგეგმარება ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორიც არის ბიოლოგიური, ქიმიური და ბირთვული გლობალური უსაფრთხოება.
მთელი რიგი დაავადებები არ გახლავთ მხოლოდ ერთი ქვეყნის პასუხისმგებლობა. დღეს ისევე როგორც ბევრი მიმართულება განიცდის გლობალიზაციას ასევე ჯანმრთელობის დაცვაში არსებული პრობლემები მხოლოდ ერთი სახელმწიფოს მიერ ვერ წყდება. აქედან გამომდინარე საჭიროა სერიოზული გლობალური თანამშრომლობა. მითუმეტეს იმ ფონზე რომ ყოველწლიურად ჩნდება სულ უფრო მეტი ახალი ინფექციები. იგივე ვირუსული გრიპის მრავალსახეობა. სწორედ ამ ყველაფრის პროგნოზირება რომ მოხდეს და დროული დეტექცია და იყოს დროული პასუხი ამ დიდ გლობალურ გამოწვევებზე  საჭიროა სერიოზული თანამშრომლობა.  ჯანმრთელობის საერთაშორისო წესები,  მოიცავს დაავადებების გარდა ქიმიურ უსაფრთხოებას, ბიოლოგიურ უსაფრთხოებას. ესეც არ გახლავთ საკმარისი, მას შემდეგ რაც 9-11-ი  შემდეგ ჯილეხის ჩხირები დაიგზავნა ფოსტით, მიკრობები ტერორისტებმა დააგზავნეს. ბიოლოგიური პროდუქტების ტერორისტული მიზნით გამოყენების საფრთხე გაიზარდა. შესაბამისი პასუხი უნდა იყოს მრავალმხრივი: დროული დიაგნოსტიკა, ამ საფრთხეების თავიდან აცილება და სწრაფი რეაგირება.

http://www.moh.gov.ge

2014.05.06


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006