logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    1 ივნისიდან ყველა ორსულის ვიტამინოთერაპიას სახელმწიფო დააფინანსებს

2014 წლის 1 ივნისიდან ჯანდაცვის სამინისტრო ორი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს.  პირველი ეხება იმ რეგიონებს, სადაც უარყოფითი დემოგრაფიული ბალანსია.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს: "ეს პროექტი თავისი შინაარსით არის დემოგრაფიის წახალისებისთვის და არა სოციალური დახმარება. პროექტის მიზანია, საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც  უარყოფითი დემოგრაფიული ბალანსია ანუ უფრო მეტია გარდაცვალება, ვიდრე დაბადება, განხორციელდეს ფინანსური სტიმულაცია.

2014 წლის 1 ივნისის შემდეგ დაბადებულ ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვზე, სახელმწიფო გამოყოფს ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას, რომელიც ამ ბავშვებს გაჰყვებათ 2 წლის ასაკამდე. ბიუჯეტიდან გამომდინარე, ჯერჯერობით არ გვაქვს შესაძლებლობა პერიოდულობა მეტად გავზარდოთ. თანხის რაოდენობა იქნება თვეში 150 ლარი თითო ბავშვზე რეგიონებისთვის და 200 ლარი მაღალმთიანი რეგიონებისთვის."

რაც შეეხება მეორე პროექტს, ის ორსული ქალებისთვისაა გათვალისწინებული და  მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.

დავით სერგეენკო: "დემოგრაფიის გაუმჯობესებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულობის სწორ მიმდინარეობას და ბავშვის სწორ განვითარებას. სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ორსული დედის უზრუნველყოფა სწორი კვებით და იმ ვიტამინებით, რომელიც აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის. ეს არა მხოლოდ ფეხმძიმობის პერიოდს და მშობიარობას ხდის უსაფრთხოს, არამედ ბავშვისთვისაც უმნიშვნელოვანესია. ამიტომ გადავწყვიტეთ,  რომ 2014 წლის 1 ივნისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა ორსულს, რომელსაც დაჭირდება რკინის და ფოლიუმის მჟავას შემცველი პრეპარატი, სახელმწიფო შეისყიდის და უფასოდ დაურიგებს. ეს არ არის მხოლოდ ვიტამინოთერაპია, ეს გახლავთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თემა."

http://www.gurianews.com

2014.05.05


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006