logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    DRI საქართველოს ხელისუფლების მიერ რეკომენდაციების გათვალისწინებას მიესალმება

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია (DRI) მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მიერ DRI-ის რეკომენდაციებისა და მითითებების გათვალისწინებას, ჰიდროცეფალიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად დაუყოვნებელ ოპერაციებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას DRI-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ნდობით მოეკიდა DRI-ის 2013 წლის ანგარიშს "უყურადღებოდ მიტოვებულები" და ყურადღება გაამახვილა ამ საკითხზე.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში, ჰიდროცეფალია იწვევს ინტელექტუალურ შეზღუდვას და საბოლოოდ სიკვდილამდე მიჰყავს პაციენტი.
"DRI-ის მკვლევართა მონაცემებით, ოთხი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთ ქართულ ბავშვთა თავშესაფარში ჰიდროცეფალიით დაავადებულ ბავშვთა 50% გარდაიცვალა. ახალი მითითებები კი ეფექტურად აღმოფხრის სიკვდილიანობას და გადაარჩებს ათასობით ბავშვის სიცოცხლეს", - ნათქვამია DRI-ის განცხადებაში.
ამასთან, DRI მადლობას უხდის ქართველ აქტივისტებს, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის უფლებების ხელშეწყობისთვის. ორგანიზაცია ასევე მადლობას უხდის ორგანიზაციებს: EveryChild of Georgia, The Partnership for Human Rights, "საქართველოს ბავშვები"; სახალხო დამცველის ოფისს. ასევე ორგანიზაცია მადლობას უხდის საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს DRI-ის რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის და დაუყოვნებელი ქმედებებისთვის ათასობით სიცოცხლის გადასარჩენად.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოშიც და მსოფლიოშიც კვლავაც ბევრია გასაკეთებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა უფლებების დასაცავად.
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და მისმა მოადგილემ, მარიამ ჯაშმა 25 აპრილს პედიატრებს, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჰიდროცეფალიის მართვის ახალი სტანდარტი წარუდგინეს.
 უწყებაში ჰიდროცეფალიის ახალი რეგულაციების შექმნის მიზნით შემუშავდა ნეონატალური და ბავშვთა ასაკის ჰიდროცეფალიის მართვის პროტოკოლები.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ჰიდროცეფალიის საკითხის აქტუალობა გამოიკვეთა disability rights international (DRI)-ის ანგარიშში, სადაც აღნიშნულია, რომ 2013 წლის იანვრიდან ივნისამდე თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში ჰიდროცეფალიით დაავადებული 15 ბავშვიდან 5 არასათანადო მკურნალობის გამო გარდაიცვალა.
ასევე საკითხის აქტუალობა გამოიკვეთა სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშში, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში ჰიდროცეფალიის დიაგნოზის მქონე ბავშვების არაადექვატური მკურნალობის გამო დაბალია მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა დასავლეთის ქვეყნებან შედარებით.
პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ მოხდა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის, ჰიდროცეფალიის დიაგნოზის მქონე ბენეფიციარების სამედიცინო მომსახურების მდგომარეობის შესწავლა 2012-2013 წლების სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე. თანდაყოლილი ჰიდროცეფალიის დიაგნოზის მქონე 13 ბენეფიციარის და 8 გარდაცვლილი ბენეფიციარის დოკუმენტაციის შესწავლით გამოიკვეთა, რომ უმრავლეს შემთხვევაში შუნტირება არ იყო დროულად ჩატარებული ან არ ტარდებოდა მდგომარეობა "არაოპერაბლურობის" მიზეზით.
პაციენტებიდან 6 ბავშვს, შუნტირების ოპერაცია ჩაუტარდა ბავშვთა სახლში მოთავსების შემდეგ.
შემუშავებულ პროტოკოლებში მკაფიოდ არის მოცემული რეკომენდაციები საერთაშორისო მტკიცებულების მიხედვით ჰიდროცეფალიის დროული გამოვლენის, საჭირო დიაგნოსტიკური კვლევების, ქირურგთან რეფერალის ვადების, ქირურგიული ჩარევის ტოპებისა და ვადების შესახებ.
1)ყველა დღენაკლულ ახალშობილს უნდა ჩაუტარდეს ნეიროსონოსკოპიული კვლევა დაბადებიდან მე-7 დღეს ინტრავენტრიკულური ჰემორაგიის გამორიცხვის მიზნით, ხოლო 7 დღეზე ადრე იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება სხვა ანომალიებიც. დადასტურებული დაავადების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ქირურგთან რეფერალი.
2) 2 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს პირველადი ჯანდაცვის რგოლში, ყოველი ვიზიტის დროს, რუტინულად უნდა ჩაუტარდეს თავის გარშემოწერილობის გაზომვა; მონაცემების აღნიშვნა უნდა მოხდეს WHO-ის მიერ მოწოდებულ შესაბამის შკალაზე;
3) დადასტურებული ჰიდროცეფალიისას, დიაგნოზის დასმიდან დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ქირურგთან რეფერალი.
4) მწვავედ განვითარებული ჰიდროცეფალიისას, ჩარევა უნდა განხორციელდეს არაუგვანეს 48 საათისა, ხოლო ქრონიკულად მიმდინარე ჰიდროცეფალიის შემთხვევაში არაუგვიანეს 5 დღისა.

http://myemail.constantcontact.com/Following-DRI-report--children-in-Georgia-guaranteed-life-saving-medical-care-.html?soid=1101730023584&aid=dysfAj7vj_c

http://www.moh.gov.ge

2014.05.01


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006