logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჰიდროცეფალიის მართვის სახელმწიფო სტანდარტი

ჰიდროცეფალიის მართვის ახალი სტანდარტი წარუდგინეს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და მისმა მოადგილემ მარიამ ჯაშმა, პედიატრებს, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჰიდროცეფალიის ახალი რეგულაციების შექმნის მიზნით შემუშავდა ნეონატალური და ბავშვთა ასაკის ჰიდროცეფალიის მართვის პროტოკოლები. ჰიდროცეფალია მძიმე დაავადებაა, რომელიც ბავშვთა ასაკში სიკვდილობის და პოპულაციაში გონებრივი ჩამორჩენის ერთერთი ხშირი მიზეზია.

საქართველოში ჰიდროცეფალიის საკითხის აქტულობა გამოიკვეთა disability rights international ( DRI) -ის ანგარიშში, სადაც აღნიშნულია რომ 2013 წლის იანვრიდან ივნისამდე თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში ჰიდროცეფალიით დაავადებული 15 ბავშვიდან გარდაიცვალა 5 არასათანადო მკურნალობის გამო.
ასევე საკითხის აქტუალობა გამოიკვეთა სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშში, სადაც აღნიშნულია რომ საქართველოში ჰიდროცეფალიის დიაგნოზის მქონე ბავშვების არაადექვატური მკურნალობის გამო დაბალია მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა დასავლეთის ქვეყნებან შედარებით.
პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ მოხდა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის, ჰიდროცეფალიის დიაგნოზის მქონე ბენეფიციარების სამედიცინო მომსახურების მდგომარეობის შესწავლა 2012-2013 წლების სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე. თანდაყოლილი ჰიდროცეფალიის დიაგნოზის მქონე 13 ბენეფიციარის და 8 გარდაცვლილი ბენეფიციარის დოკუმენტაციის შესწავლით გამოიკვეთა, რომ უმრავლეს შემთხვევაში შუნტირება არ იყო დროულად ჩატარებული ან არ ტარდებოდა მდგომარეობა „არაოპერაბელურობის" მიზეზით.
პაციენტებიდან 6 ბავშვს, შუნტირების ოპერაცია ჩაუტარდა ბავშვთა სახლში მოთავსების შემდეგ.
შემუშავებულ პროტოკოლებში მკაფიოდ არის მოცემული რეკომენდაციები საერთაშორისო მტკიცებულების მიხედვით ჰიდროცეფალიის დროული გამოვლენის, საჭირო დიაგნოსტიკური კვლევების, ქირურგთან რეფერალის ვადების, ქირურგიული ჩარევის ტიპებისა და ვადების შესახებ.
1)ყველა დღენაკლულ ახალშობილს უნდა ჩაუტარდეთ ნეიროსონოსკოპიული კვლევა დაბადებიდან მე-7 დღეს ინტრავენტრიკულური ჰემორაგიის გამორიცხვის მიზნით, ხოლო 7 დღეზე ადრე იმ შემთხვევაში თუ აღინიშნება სხვა ანომალიებიც. დადასტურებული დაავადების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ქირურგთან რეფერალი.
2) ყველა 2 წლამდე ასაკის ბავშვს პირველადი ჯანდაცვის რგოლში, ყოველი ვიზიტის დროს, რუტინულად უნდა ჩაუტარდეს თავის გარშემოწერილობის გაზომვა; მონაცემების აღნიშვნა უნდა მოხდეს WHO- ის მიერ მოწოდებულ შესაბამის შკალაზე;
3)დადასტურებული ჰიდროცეფალიისას, დიაგნოზის დასმიდან დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ქირურგთან რეფერალი.
4) მწვავედ განვითარებული ჰიდროცეფალიისას, ჩარევა უნდა განხორციელდეს არაუგვანეს 48 საათისა, ხოლო ქრონიკულად მიმდინარე ჰიდროცეფალიის შემთხვევაში არაუგვიანეს 5 დღისა.

http://www.moh.gov.ge

2014.04.28


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006