logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    წყალტუბოში დიაბეტით დაავადებულთათვის რეგიონული მასშტაბის ცენტრი გაიხსნება

წყალტუბოს მსოფლიოს ერთ–ერთ ცნობილ სამკურნალო კურორტად გადაქცევის ამბიცია აქვს. ადგილობრივი გამგეობის ინფორმაციით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი იქცეს სამკურნალო ქალაქად, სადაც ერთდროულად განკურნებას შეძლებენ როგორც საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, ისე ძვალსახსროვანი, გულ-სისხლძაღვთა, ნერვიული სისტემის და გინეკოლოგიური, ისე კანის დაავადებების და სასუნთქი გზების პრობლემების მქონე ადამიანები. მათივე ცნობით, სამომავლოდ წყალტუბოში  დიაბეტით დაავადებულთა ცენტრის დაარსება იგეგმება, რომელსაც ანალოგი არ ექნება მთელს ამიერკავკასიაში.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს ინვესტორებთან. ამასთან, მიმდინარეობს მეექვსე აბაზანის  შენობის სრული სარეაბილიტაციო  სამუშაოები. შეძენილია ევროსტანდარტების ძვირადღირებული აპარატურა, პროექტს საინვესტიციო ჯგუფი „პროდამაქს ჰოლდინგ ლიმიტელი“ ახორციელებს,  რომელიც არის  „ბალნეოსერვისის“ აქციების 97%–ის  მფლობელი. 

არსებობს ოთხწლიანი გეგმაც, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება  და მასში გათვალისწინებულია  №1 აბაზანის სრული რეაბილიტაციაც. ბოლო  წლების განმავლობაში ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე სასტუმროს კეთილმოწყობის და მშენებლობის პროცესი დაიწყო და დასრულდა. მოკლე დროში წყალტუბოში პირველი ოთხვარსკვლავიანი „წყალტუბო პლაზა ჰოტელი“ გაიხსნება. დღეს, საკურორტო ზონაში ფუნქციონირებს №6 აბაზანა. მასში მოთავსებულია 3 აუზი და 50 ინდივიდუალური კაბინა-აბაზანა. მიუხედავად სარემონტო სამუშაოებისა გამგეობის ცნობით, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარების პროცესი ამჟამადაც შეუფერხებლად მიმდინარეობს.

http://commersant.ge

2014.04.22


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006